თეგებით ძიება

ამ კვლევამ დაადასტურა და აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დიდი ხარვეზებით და ქართულმა ოცნებამ შეცვალა საზოგადოების ნება - ნადირაშვილი იფსოს-ის კვლევაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, მთავარი არხის მიერ დაკვეთილ იფსოს-ის კვლევას ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ამ კვლევაში ნათლად ჩანს საზოგადოების განწყობა, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით და ქართული ოცნების მთავრობას გადასაჩეხად მიჰყავს ქვეყანა მისი არასწორი მართვის გამო.

ნადირაშვილის თქმით, ამ კვლევამ ასევე აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და ქართულმა ოცნება შეცვალა საზოგადოების ნება.

„იფსოს-ის კვლევამ აჩვენა ის განწყობები, რომლებიც ნამდვილად არსებობს საზოგადოებაში, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, რომ ქართული ოცნების მთავრობას გადასაჩეხად მიჰყავს ეს ქვეყანა თავისი პოლიტიკის არასწორი მართვის გამო.

ამ კვლევამ დაადასტურა და აჩვენა განწყობა საზოგადოების, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ძალიან დიდი ხარვეზევებით და ქართულმა ოცნებამ შეცვალა და გადაჯღაპნა ოქმები და ამით შეცვალა საზოგადოების ნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა