თეგებით ძიება

"განმეორებით არჩევნებს “ოცნება” არ განიხილავს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განმეორებით არჩევნებს “ოცნება” არ განიხილავს.

ამის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა

“დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია შეთანხმებისკენ. ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას და გრძელვადიან თანამშრომლობას. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. იმედს გამოვთქვამ, შემდეგ შეხვედრებზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება მისი გაფორმება. განმეორებით არჩევნებს “ოცნება” არ განიხილავს. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ ის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესაემ რაუნდი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი.

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა