როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი?
ხურმის ჩირი ერთ–ერთი გამორჩეული ნუგბარია ზამთარში. თანაც ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია :)
მისი გაკეთება ძალიან მარტივია, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.
შედეგი, რა თქმა უნდა, ლოდინად ღირს :)
1 ნაწილი
გათალეთ ხურმაამოარჩიეთ მაგარი ხურმა, რომელსაც გრძელი ყუნწი ექნება (რბილი ხურმა ჩირისათვის არ გამოდგება). გარეცხეთ, გათალეთ და დაუტოვეთ ყუნწი.
2 ნაწილი
ჩამოკიდეთ ძაფზე
ძაფის ორივე ბოლო ხურმას ყუნწზე მოაბით (თითო ბოლოზე თითო ხურმა). გასაშრობად მზეზე ისე გაკიდეთ, რომ ხილი ერთმანეთს არ ეხებოდეს. სასურველია, გახმეს მზეზე და ჰაერზე.
3 ნაწილი
ხელით დაზილეთ
ერთი კვირის განმავლობაში ხურმას არ შეეხოთ. როცა სრიალა ზედაპირი აღარ ექნება და გამაგრებას დაიწყებს, თითოეული ხურმა ყოველ დღე რამდენიმე წამით დაზილეთ (თუმცა, ფრთხილად იყავით, რომ კანი არ დასკდეს). ამ გზით ჩირს გარედან შაქრის თხელი ფენა გაუჩნდება და უფრო ტკბილი და გლუვი იქნება.
4 ნაწილი
ჩირი მზადაა :)
დაახლოებით ერთი თვიდან – ექვს კვირამდე ხურმა გამოშრება და მზად იქნება მისართმევად :)
გემრიელად მიირთვით!
Kulinaria.ge