,,ნინოს შუ\'\' - განსხვავებული გემო და ვიზუალი
„ნინოს შუ“ - განსხვავებული გემო და ვიზუალი
200 მლ. წყალი და 100 მლ. ზეთი აადუღეთ. ადუღების შემდეგ დაუმატეთ მწიკვი მარილი და იმავე 200 მლ. ჭიქით გაცრილი ფქვილი. მყარ მასას რომ მიიღებთ, ცეცხლს დაუწიეთ და შუშეთ დაახლოებით 10 წთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ შეაგრილეთ და შეათქვიფეთ 6-7 საშუალო ზომის კვერცხი 1 ჩ/კ გამაფრხვიერებელთან ერთად.
მიღებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და დასვით საშუალო ზომის ფორმები. ცხვება წინასწარ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 55-60 წთ.
კრემი: 2 შეკვრა კრემბრულე, 200 გრ. ფქვილი და იგივე რაოდენობის შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1ლ. რძე (წყალი). მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით. ბუშტებს რომ გაიკეთებს და მასა შესქელდება, ისევ შუშეთ 10 წთ. გაციებულ მასას შეათქვიფეთ 250 გრ. კარაქი (მარგარინი) და 1 ქილა შესქელებული რძე და კრემი მზად არის.
მომზადებულია ნინო მსხვილიძის მიერ