კარტოფილი ხაჭოთი
მასალად საჭიროა:
კარტოფილი - 600 გრამი;
ხაჭო - 300 გრამი;
ცხიმი - 2-3 სუფრის კოვზი;
არაჟანი - 1,5 ჩაის ჭიქა;
კამის ან ოხრახუშის ფოთოლი და მარილი - გემოვნებით;
მომზადების წესი:
ახალი, საშუალო სიდიდის კარტოფილი მოვხარშოთ, დავაწყოთ ლანგარზე, მოვასხათ გამდნარი ცხიმი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუშის ფოთოლი. მის გარშემო მოვათავსოთ ხაჭო და მოვასხათ არაჟანი.