თეგებით ძიება

აჭარული ხაჭაპური - მარტივი და გემრიელი რეცეპტი ნინო მსხვილიძისგან

აჭარული ხაჭაპური - მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კგ გაცრილი ფქვილი
500 მლ ნელთბილი წყალი
1 ს/კ საფუარი
1 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ შაქარი
3 ს/კ ზეთი

გულსართი:
1კგ იმერული ჭყინტი ყველი
500გრ სულგუნი
კვერცხი იმ რაოდენობის რამდენსაც აკეთებთ და კარაქი. ამ მასალით გამოდის 5 ცალი.

მომზადება:
გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და შუა გული ჩავაღრმავოთ, მოვაყაროთ მარილი. ცალკე გავხსნათ თბილ წყალში ის მასალები რაც ზევით დავწერე.

200 გრ გუნდებად ვყოფთ ცომს. ვაბრტყელებთ შუა გულს და თავში და ბოლოში გავქაჩავთ, რომ ცოტა წვეტიანი გამოვიდეს. მერე თვითონ ცომი გაჩვენებთ სად უნდა ჩაკეცოთ გვერდებში. ცოტა გული ჩააღრმავეთ თითებით, ფორმას რომ მისცემთ და გვერდები ამოუწიეთ.

აჭარული ხაჭაპური - მარტივი და გემრიელი რეცეპტი ნინო მსხვილიძისგან


დავაცადოთ დაახლოებით 10 წუთი, რომ საფუარი გააქტიურდეს და დავასხათ შემდეგ ამ ფქვილს. მოვზილოთ ფაფუკი ცომი და დავდგათ თბილ ადგილას რომ ამოვიდეს. რომ ამოვა ცოტა ზეთიანი ხელით ისევ გადავზილოთ. ასე ვიმეორებთ 3-ჯერ.



#მეაპარატატითმოვზილე
ცხვება 180° გახურებულ ღუმელში. გემრიელად მიირთვით.

მომზადებულია ნინო მსხვილიძის მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა