თეგებით ძიება

"უშენოდ ძალიან მცივა, მე შენ მჭირდები! მაპატიე"

ალბათ ყველას გვყავს მეგობარი რომელიც გვიყვარს, რომლის გარეშედაც „ცხვირი გვეწვის“ ემოციისგან... მაგრამ გვრცხვენია, გევშინია პირველი ნაბიჯის გადადგმის, გვეშინია უარი არ მივიღოთ მისგან...

პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ ჩანახატს, რომელიც შიშის დაძლევასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

უშენოდ მცივა!

ისე მცივა, რომ სახლი ვერ თბება... ვერ თბება ჩემი ოთახი, სადაც ბუხარი გიზგიზებს..

ვერ მათბობს სამოსი, ქურქია, მაგარმ ვერ ათბობს იგი...

დავწექი, სამი საბანი დავიფარე, გავეხვი თბილ სამოსში და ისე დავწექი...

რაც შენ გეჩხუბე ღამის პერენგი აღარ ჩამიცვამს, მეგონა, რომ ეს სიცივე თხელი აბრეშუმის პერანგის ბრალი იყო...

მერე ბუხარს დავაბრალე, ვერ გიზგიზებს კარგად ჩემი ბუხარითქო...

მერე დავაბრალე დეკემბერს...

ყველაფერს ერთად დავაბრალე ეს სიცივე, ძვლებს რომ მიცახცახებს...

მერე ავდექი და სახე მივუშვირე ტკაცუნა ნაკვერცხლის ალს..

ვერ გავთბი გესმის?! ვერ გავთბი! სახე მეწვოდა, მაგრამ ვერ ვთბებოდი...

მერე ტირილი დავიწყე, ისე არა უბრალოდ და კაპრიზულად... ვტიროდი მთელი ხმით და „სლოკინით“

მე ბუხარი და საბანი კი არა, უშენობა მყინავს ჩემო მეგობარო...

ახლა მრცხვენია რომ გაწყენინე..

ეგოისტიც ვარ ალბათ, ვინმეს რომ შენსავით გავეთბე, ვინმეს რომ შენსავით შეძლებოდა ჩემში გულიანი კისკის გამოწვევა, არც ის ვიცი შენ მომენატრებოდი თუ არა, არ ვიცი ისიც...

მაგრამ რა აზრი აქვს?! რა მნიშვნელობა?!

მე შენ მჭირდები! მცივა!

მაპატიე ჩემო ძვირფასო მეგობარო!

ალბათ ყველას გვყავს მეგობარი რომელიც გვიყვარს, რომლის გარეშედაც „ცხვირი გვეწვის“ ემოციისგან... მაგრამ გვრცხვენია, გევშინია არ მივიღოთ უარი მისგან...

არ უარგვყოს...

იცით რომ მასაც ენატრებით?! იცით რომ მასაც სცივა ახლა უთქვენოდ... მასაც „ცხვირი ეწვის“ ემოციებისგან, თქვენი მონატრების...

დაურეკეთ ყველა მეგობარს, ვინც „არ არის და ვის გარეშე ძალიან გცივათ“

ისიც გელოდებათ....


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა