როგორ გავუმკლავდეთ მტკივნეული განშორებისგან მიღებულ სტრესს?
საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ? ეს არ არის მიზეზი, რომ თქვენი ცხოვრება „ბრიჯიტ ჯონსის“ პირველი ნაწილის კადრებად აქციოთ! ჩვენ გიამბობთ, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მტკივნეული განშორებისგან მიღებულ სტრესს.
მაშ, ასე - 10 ნაბიჯი სტრესთან გამკლავებისთვის:
1.
უნდა გაიგოთ, რომ ურთიერთობა ცალმხრივად ვერ შედგება. ამისთვის ორი მხარეა საჭირო. თუ თქვენს გარდა „სიყვარულის ნავს“ არავინ ებღაუჭება, აიღეთ ნიჩბები და ბედნიერი მომავლისკენ გაცურეთ. ნუ ჩათვლით პარტნიორის მხრიდან გამოვლენილ სიბრაზეს ან უარყოფას როგორც „დაფარულ სიყვარულად“ და ერთად ყოფნის სურვილად.
2.
გადართვა! ჩვენ ვფიქრობთ დღე და ღამე ყოფილზე ვფიქრობთ და სულიერი დამოკიდებულება გვიყალიბდება. ამისგან თავის დასაღწევად მთავარი იარაღია ფოკუსირება იმაზე, რაც მას დაგვიწყებს.
3.
შეცვალეთ და განაახლეთ საკუთარი თავი. იდეალურ შემთხვევაში, მთლიანად შეცვალეთ ცხოვრების მიმართულება. იარეთ კურსებზე, რომელზეც ოცნებობდით, დასახეთ ახალი ცხოვრებისეული მიზნები, შექმენით საკუთარი განწყობის დაფა უახლოესი ორი თვის სურვილებით და გეგმებით. ეს ახალი ინტერესების გაჩენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ტვინი, საკუთარი ტვინი დაარწმუნოთ, რომ მის გარდა, სამყაროში უამრავი საინტერესო რამ ხდება.
4.
უარყოფითი ემოციების ნუ გეშინიათ. ტირილი გინდათ? - იტირეთ! წერილებს და ბარათებს ხევთ? დახიეთ! ნუ შეინახავთ ამ ემოციებს საკუთარ თავში. მიეცით საშუალება, რომ გარეთ გამოვიდნენ და გათავისუფლდეთ. ასე დადებითი შთაბეჭდილებებისთვის მეტი ადგილი დარჩება.
5.
შეწყვიტეთ წარსულზე ფიქრი! დაასრულეთ წარსულის ილუზიებში ცხოვრება და წინ წადით. რაც უფრო ხშირად იხსენებთ, მით უფრო „აიდეალებთ“ წარსულ ურთიერთობებს. ჩვენი ქვეცნობიერი ყველაფერ ცუდს შლის, ამიტომ გეჩვენებათ, რომ დაშორების არანაირი მიზეზი არ ყოფილა და პარტნიორი თითქმის თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი იყო. ამიტომ როგორც კი მოგონებებში გადაეშვებით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, დახუჭეთ და გახილეთ თვალები და კიდურებზე იჩქმიტეთ, რომ იგრძნოთ რომ ახლა და ამ რეალობაში ხართ.
6.
შეგიძლიათ ცოტათი ბრიჯიტ ჯონსი გახდეთ. დაიწყეთ დღიურის წარმოება და ჩაწერეთ მასში თქვენი ყველა მოგონება. გაგახსენდათ რაღაც წარსული ურთიერთობიდან? ჩაწერეთ, მაგრამ ყოველ პოზიტიურ მოგონებასთან ერთად, ერთი ნეგატიურიცუნდა ჩაწეროთ, რომ არ მოდუნდეთ.
7.
ჩაერთეთ მედიტაციაში. აირჩიეთ ორი ან სამი ხერხი საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გამოსახატად. რეგულარულად ეწვიეთ სილამაზის ან მასაჟის სალონს. ყველაფერი გამოდგება, რაც ბედნიერს გაგხდით. სხვათა შორის, მედიტაციის სწავლების შესანიშნავი წიგნია ჯო დისპენზას „ქვეცნობიერის ძალა, ან როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ოთხ კვირაში".
8.
უსმინეთ საკუთარ თავს! ყველა ჩვენი განცდა ჩვენს შიგნით იმყოფება და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეცნობიერს ხშირად უგულებელვყოფთ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან კონტაქტის დამყარება. შეეცადეთ ყოველდღე შეისწავლოთ საკუთარი თავი. მაგალითად, მიდით სარკესთან და თვალებს დააკვირდით. ჰკითხეთ რას ფიქრობენ ისინი? რაზე ოცნებობენ? რისი ნახვა სურთ? შეეცადეთ მოისმინოთ თქვენი შინაგანი ხმა და გაერკვიეთ რას ამბობს ის.
9.
განაახლეთ ახლობლებთან კონტაქტი. სანამ მთლიანად მასთან ურთიერთობით იყავით დაკავებული, ყველაზე მთავარი - თქვენი ახლობლები, ოჯახი და მეგობრები დაივიწყეთ. მათ ენატრებით და ნამდვილად სურთ თქვენი ბედნიერი სახის დანახვა!
10.
განაახლეთ თქვენი საყვარელი ადგილების სია. აღმოაჩინეთ სხვა ადგილები, გაიცანით ახალი ადამიანები და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. თავიდან ერიდეთ ადგილებს, სადაც ყოფილ შეყვარებულთან ერთად ხშირად დადიოდით. თუ სული მოგთხოვთ, მაშინ თანდათანობით ძველ ადგილებში დაბრუნებაც შეიძლება, მაგრამ მხოლოდ კარგ და მხიარულ ხასიათზე. ყველაზე მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი თავი. ცხოვრება მშვენიერი და საოცარია და თქვენთვის მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი აქვს!