თეგებით ძიება

ბიზნესი ქალურად - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან

დამეთახმებით, რომ ყოველივე ამაში არის რაღაც განსაკუთრებული?! რადგან ახალი თანამედროვე ტენდეციებით ქალებმა ბიზნესში თავისი მიდგომა გამოიმუშავეს.

• ბიზნესი ქალურად
• ლიდერობა ქალურად
• მართვა ქალურად

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე დეტალურად საუბრობს და ღრმად შლის ამ თემას, თუ რა მიდგომაზეა საუბარი და რატომ გახდა ეფექტური და შედეგიანი ქალურად - ბიზნესი.

სულ რამდენიმე წლის უკან, ქალი თუ ფინანსური კუთხით დაიწყებდა განვითარებას, ის კარგავდა ქალურ ენერგიას და თვისებებს, თითქმის მამაკაცური აზროვნება და ენერგია მოიცავდა სრულად და უარყოფდა საკუთარ ქალურ ენერგიას.

მიუხედავად იმისა, რამდენი ფული უნდა ეშოვა და მოეპოვებინა თავის საქმიანობაში წარმატება, მაინც უკმაყოფილებას განიცდიდა, რადგან გაუცნობიერებლად გრძნობდა რომ კარგავდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას, ქალურ ენერგიას, ამიტომ მოპოვებული წარმატების საფუძველზე ხდებოდა მისი გამოფიტვა და გადაწვა.

მაგრამ დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ქალები გაძლიერდნენ ქალურად და დაიწყეს წარმატებით თავისი საყვარელი საქმიანობის, ბიზნესის წამოწყება და იოლად მოიპოვეს ფინანსური წარმატება, აიღეს ლიდერობა თავის თავზე და დაიწყეს ბიზნესის ქალურად მართვა.

დააკვირდით რამდენი ქალია ჩართული ბიზნესში, კოსმეტიკა, ლამაზი ნაკეთობები, სალონები, ტანსაცლის მაღაზიები, კერძო კლინიკები, სხვადასვხა სასწავლო ცენტრები და ასე შემდეგ...

ქალები ძლირდებიან, ერთიანდებიან და ცვლიან საკუთარ ცხოვრებას და სხვებსაც ეხმარებიან ამაში, რადგან ქალები აქტიურად არიან ჩართულები თვითგანვითარებაში, ვითარდებიან, ამარცხებენ საკუთარ შიშებს, სისუსტეებს და იძენენ ახალ უნარებს, იმისათვის, რომ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესონ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის კი დღესდღეობით ენერგეტიკული პრაქტიკებია.

რადგან ენერგია ზრდის და ხსნის საკუთარ ენერგიას და შესაძლებლობებს, რაც დაკავშირებულია მის:
• პიროვნულ
• სულიერ
• ინტელექტუალურ განვითარებასთან

რაც ეხმარება ქალს შექმნას თავისი შემოსავალი. ეს არის სხვადახვა როლში საკუთარი თავის განვითარება და შენარჩუნება თავისი ქალური მდგომარეობის, რადგან ქალი, როდესაც იწყებს საკუთარი ენერგიის და ბუნების შეცნობას, ის უკავშირდება საკუთარ მაგნიტიზმს, რომელიც იზიდავს სამყაროს სიუხვეს და ადვილად იხსნება მისთვის ახალი შესაძლებლობები და ახალი კარები წარმატებებისათვის.

პიროვნული განვითარება კი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას იღებს და ქმნის თავის რეალობას. ეს, რა თქმა უნდა, სიმამაცეა, შეუპოვრობა, მაგრამ ეს თვისებები მნიშვნელოვანია როდესაც რაიმეს გლობალურს ქმნით. ყველა ფორმის ბიზნესი დაფუძნებული უნდა იყოს ეკოლოგიურ და კეთილშობილურ საქმიანობაზე, რაც სარგებელს მოუტანს თვით შემქმნელსაც და მის ირგვლივმყოფებსაც. როდესაც თქვენ ვითარდებით და ირგვლივ ამ სინალთეს ავრცელებთ, ღმერთი სამყარო და თქვენი მფარველი ანგელოზი ამაში ძალიან გეხმარებათ, რადგან ადამიანი, რომელიც თავის ღვთიურ დანიშნულებას ასრულებს, საკუთარ თავთან შესახვედრად მიდის, იპოვოს და შეიცნოს საკუთარი თავი სხვადასხვა რაკურსით, თუმცა სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და ირთულებს ცხოვრებას.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ძალიან რთული წელი იყო მსოფლიო მასშტაბით, ჩემი მსმენელების სტატისტიკური გამოკითხვით: მადლიერები არიან, ახალი გამოცდილებისათვის, გამოწვევებისათვის, რადგან ცხოვრებას სხვა თვალით შეეხედეს და აეწყვეს მის რითმს, განვითარდნენ და უფრო გაძლიერდნენ, ამიტომ დღესვე დაფიქრდით რა არ მოგწონთ საკუთარ ცხოვრებაში და დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა, რადგან ახალ ერაში ფულის ენერგიას იზიდავს პიროვნულად, სულიერად, ინტელექტუალურად შემდგარი ნათელი ადამიანი. დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ძალადობით და მოტყუებით კეთდებოდა ფული, ეხლა უკვე ენერგიაზეა დაფუძნებული წარმატებული ურთიერთობები და ფულის ენერგია და ვინც ამ კუთხით შეუპოვრად მუშაობდა ის დაჯილდოვდება.

ასევე გთავაზობთ დღის პოზიტიურ აფირმაციას:

ბიზნესი ქალურად - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა