10 საიდუმლო, რომელსაც მამაკაცი ქალს არასდროს გაუმხელს
არსებობს შეხედულება, რომ ქალებთან შედარებით, მამაკაცები არასოდეს მალავენ თავიანთ აზრებს და აღმაშფოთებლად პირდაპირები არიან, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მითია. სინამდვილეში, მათ ქალებზე მეტი საიდუმლოები აქვთ, რომლებსაც არაფრის ფასად გაამხელენ.
ვნახოთ, რას მალავენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები.
ზოგჯერ ქალებზე მეტად ეშინიათ
მამაკაცებისთვის ნორმალურია ფობიების დამალვა. მათ ეუხერხულებათ შიშის გამოვლენა, რადგან ნამდვილ მამაკაცს ეს არ უხდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ხშირად მათ ქალებზე მეტადაც კი ეშინიათ თაგვების, მწერების, სიბნელის ან კონკურსში დამარცხების.
ცდილობენ ეჭვიანობა დამალონ
მამაკაცებს არ უყვართ გულწრფელი გრძნობების გამოხატვა. უმეტესობა ცდილობს დამალოს უკმაყოფილება, როცა მათი მეგობარი გოგონა სხვა ბიჭთან ღიად ფლირტაობს, თუმცა ამ დროს პულსი და წნევა მაქსიმუალურ მაჩვენებელზეა.
უყვართ კომპლიმენტების მოსმენა
ტრადიციულ საზოგადოებაში მიღებულია, რომ კომპლიმენტებით ქალებს ანებივრებენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძლიერ სქესს ისინი არანაკლებ სჭირდება. კომპლიმენტები მათ თვითშეფასებას ზრდის და წყვილს თბილი ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ხშირად არ იციან, რა უნდა გააკეთონ
მიღებულია, რომ ნამდვილი მამაკაცი ნებისმიერი, თუნდაც ძალიან რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის. ამიტომ, ბევრს უჭირს აღიაროს, რომ წარმოდგენა არ აქვს როგორ მოიქცეს რთულ ვითარებაში. ეს პირდაპირი დარტყმაა თავმოყვარეობაზე - არავის სურს, რომ ქალის თვალში სუსტად გამოიყურებოდეს.
უყვართ თავდაჯერებული ქალები
სიმართლე ისაა, რომ მამაკაცები კაცობრიობის ლამაზ ნახევარს ზუსტად ისე ხედავენ, როგორც ისინი წარუდგენენ თავს სამყაროს. მოდელის გარეგნობა ვერ გამალავს იმ კომპლექსებს, რომლებსაც გოგონა თავისი ქცევით ავლენს. ამიტომაა უამრავი ლამაზი, მაგრამ მარტოხელა ქალი და არც ისე ლამაზი გარეგნობის ქალბატონი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
არასოდეს აღიარებენ დამარცხებას
ერთმანეთთან მუდმივი კონკურენცია მამაკაცებს აიძულებს წარუმატებლობა დამალონ. ისინი არასდროს აღიარებენ, რომ დამარცხდნენ ან ვერ მიაღწიეს იმას, რაც სხვებს აქვთ.
მოსწონს სხვა ქალები
არც ერთი საღად მოაზროვნე კაცი არ ეტყვის საყვარელ ქალს, რომ მისი მეგობარი მოსწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მასზე არ იფიქრებს.
უყვართ ქალების საყვარელი გადაცემების ყურება
არ გჯერათ? რა თქმა უნდა, რადგან არც ერთი ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი ამას არ აღიარებს. სინამდვილეში, ისინი ამ გზით სტრესს იხსნიან - რჩევები დიასახლისებისთვის ან თურქული სერიალები მათი საიდუმლოსიყვარულია.
ზოგჯერ ტირიან
ბევრი მამაკაცი ფილმის ყურებისას, ტრაგიკული სიუჟეტის ნახვისას, ტირის. ამის შესახებ საეჭვოა გაიგოთ, რადგან ცრემლებს შეუმჩნევლად მოიწმენდენ და იტყვიან, რომ სულელური ფილმია.