თეგებით ძიება

ნინოს ლობიანი - განსხვავებული გემო!

„ნინოს ლობიანი“
განსხვავებული გემო

მასალა:
გულსართისთვის დაგჭირდებათ:
1 კგ. ლობიო (თეთრი, ჭრელი)
2-3 გრ. ორეგანო
1 შეკვრა კარაქი
შავი პილპილი
მარილი გემოვნებით

ცომისთვის დაგჭირდებათ:
1 კგ. ფქვილი
10 გრ. მშრალი საფუარი
ნახევარი ჩ/ჭ შაქარი
1 ს/კ მარილი
3 ს/კ ზეთი

მომზადების წესი:

ცომის მოსამზადებლად ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და ჩავაღმავოთ, ხოლო მის შუაგულში ჩავყაროთ მარილი. მშრალი საფუარი ცალკე გავხსნათ ნელ-თბილ წყალში, დავუმატოთ შაქარი და ზეთი და კარგად მოვურიოთ. მიღებული სითხე 10 წუთი მაინც „დავასვენოთ“ და საფუარის გააქტიურების შემდეგ ჩავასხათ ფქვილის შუაგულში. ამის შემდეგ ვიწყებთ რბილი ცომის მოზელვას. მიღებული მასა იქამდე გავაჩეროთ, სანამ არ ამოფუვდება.

ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ ცომის „დამუშავებას“, ანუ ამოსული ცომი ზეთიანი ხელით რამოდენიმეჯერ უნდა გადავზილოთ და ისევ გავაჩეროთ. ცომის გადაზელვა ამ მეთოდით გავიმეოროთ სამჯერ გარვეული დროის ინტერვალით.

ცომი დაახლოებით 1 საათი მაინც უნდა გაჩერდეს თბილ ადგილას, ჯამს თავზე სასურველია გადავაფაროთ.

გულსართის მომზადების წესი:
მოხარშული ლობიოს მარცვლები გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში, დავუმატოთ პილპილი, მარილი და ორეგანო და კარგად ავურიოთ.

ნინოს ლობიანი - განსხვავებული გემო!


გამოცხობა:
როცა ცომი მზად იქნება, შეგვიძლია დავიწყოთ უკვე მისი გუნდებად დაყოფა. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ სასურველ ზომამდე, ჩავდოთ მომზადებული გულსართი, გულსართს ზემოდან აუცილებლად მოვაყაროთ ცოტა გახეხელი კარაქი, გუნდას შევუკრათ პირი და მივცეთ სასურველი ფორმა. მითითება: გულსართისა და ცომის გუნდის მასა თანაბარი უნდა იყოს. მაგ: თუ გუნდა 100 გრამია, შესაბამისად გულსართიც 100 გრამი უნდა იყოს.

ლობიანები ცხვება ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. გამოცხობის შემდეგ კი ზედაპირზე ვუსვამთ კარაქს.



ლობიანები უკვე მზად არის, შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა