8 ქვეყანა, სადაც ქალების სიმცირის გამო, მამაკაცებს ცოლის პოვნა უჭირთ
დედამიწის მოსახლეობის თანაფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის გამუდმებით იცვლება. დღეისათვის მარტოხელა ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაფარდობა თითქმის თანაბარია, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში დიდი სხვაობა არსებობს.
ამას რამდენიმე ახსნა აქვს, მათ შორის ქალთა მიმართ სისასტიკე, ომები, რომლებმაც მასობრივი მიგრაცია გამოიწვიეს და გენდერული უთანასწორობა, რასაც ქალების სამსახურის საძებნელად მშობლიური ქვეყნებიდან წასვლა მოჰყვა.
წარმოგიდგენთ 8 ქვეყანას, სადაც ქალების სიმცირის გამო მამაკაცებს ცოლის პოვნა უჭირთ.
1. ლიბია
უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ქვეყანაში გაჭიანურებული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რასაც ყველა ქალები ვერ უძლებს. თუ ამას ლიბიურ საზოგადოებაში ქალების ტრადიციულ შევიწროვებას დავამატებთ, გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ქალი ერიდება დაქორწინდეს თავის თანამემამულეზე.
2. ფილიპინები
ფილიპინები წყნარი ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, ამიტომ, ფილიპინელი ქალები ტოვებენ სამშობლოს და სამუშაოდ ავსტრალიაში, აზიაში და შუა აღმოსავლეთშიც კი მიდიან.
3. ისლანდია
ისლანდიაზე ფიქრის დროს, ჩვეულებრივ, ადამიანს ყინული და მომღერალი ბიორკი ახსენდება, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ფაქტი - ამ ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის თანაფარდობა არათანაბარია. ამჟამად იქ 1,7% -ით მეტი კაცი ცხოვრობს. ამიტომ, ბევრი მათგანი მარტოხელა და უბედურია.
4. ნორვეგია
ბოლო წლებში ნორვეგიაში მამრობითი სქესის მოსახლეობა ბევრად აღემატება ქალებს, რაც ძირითადად, ემიგრაციის დამსახურება გახლავთ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანა შესაძლოა, სწორედ თავისი თანამედროვე შეხედულებების მსხვერპლი გახდეს.
5. ირანი
ამ ქვეყანაში ქალების სიმცირის ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა,ის იყოს, რომ ირანელი ქალები კარგ განათლებას იღებენ და სამუშაოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ეძებენ. გარდა ამისა, ირანელი ქალები კარიერის დაწყებამდე ოჯახის შექმნას ერიდებიან.
6. შვედეთი
დღეს შვედეთში ერთ-ერთი პრობლემა საბინაო კრიზისი იყო, რის გამოც სულ უფრო მეტი შვედი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება, განსაკუთრებით ქალები.
7. საბერძნეთი
დიდი ხნის წინ, საბერძნეთი დიდ ბრიტანეთსა ან საფრანგეთში ემიგრანტებისთვის ევროპის დერეფანს წარმოადგენდა. იაფი ცხოვრებისა და მშვენიერი ამინდის გამო ევროპელი ახალგაზრდების საყვარელი დასვენების ადგილი მოულოდნელად საბოლოო დანიშნულების პუნქტად იქცა. ემიგრანტების დიდი ნაკადის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ქალი მაინც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მამაკაცი.
8. გაერთიანებული არაბეთის ემირატები
9 მილიონიანი ქვეყანა ქალთა დეფიციტს განიცდის. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 100 ქალზე 247 მამაკაცი მოდის.