თეგებით ძიება

რომელია 2021 წლის ყველაზე ბედნიერი დღე ზოდიაქოს ნიშნებისთვის?

დადგა დრო მომავალი წლის კალენდარი შევადგინოთ და ვნახოთ, მომავალში რა გველოდება. საბედნიეროდ, 2021 წლის წინა წელთან შედარებით ბევრად საიმედოა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პლანეტარული ომები 2021 წელსაც გაგრძელდება, იღბალი ჩვენს მხარეზეა.

ეს რაც შეეხება ზოგადს, ახლა კი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ხელსაყრელი დღეები აღვნიშნოთ!

ვერძი
იღბლიანი დღე: 2021 წლის 26 მარტი
როდესაც სიყვარულის პლანეტა ვენერა და შემოქმედი მზე ერთიანდებიან, ამას მაგია, რომანტიკა და ახალი, სასიამოვნო სტარტის განცდა მოაქვს და ყველაზე ნათელ სურვილებს შუქს ფენს. 2021 წელს ეს ხელსაყრელი კომბინაცია ვერძის ნიშანში მოხდება, რაც სიყვარულში წარმატებას და სიყვარულის სამყაროში სრულიად ახალ, რომანტიკულ მოგზაურობას მოგიტანთ.

კურო
იღბლიანი დღე: 17 იანვარი
ურანი ცვლილებების პლანეტა, მთელი წლის განმავლობაში თქვენს ნიშათან იმოგზაურებს და შთაგონებების მოგიტანთ. იანვარში, ურანსა და ბედნიერების პლანეტას, იუპიტერს შორის კავშირს შეუძლია თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზოთ. თქვენი კარიერა შეიძლება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალოს, როდესაც 17 იანვარს იუპიტერი და ურანი გადაიკვეთებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ეს მოულოდნელი შოკები შეიძლება მძიმე გადასატანი იყოს, თქვენი მომთმენი ბუნების დახმარებით ამ კომბინაციიდან სრულ სარგებელს მიღებთ. უფრო მეტიც, იმავე კვირას მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ენერგეტიკული კავშირი თქვენს მოტივაციას და ამბიციას კიდევ უფრო გაზრდის.

ტყუპები
ყველაზე იღბლიანი დღე: 31 მაისი
ასტროლოგიაში, ჩრდილოეთის კვანძი ჩვენს ბედსა და მიმართულებას განსაზღვრავს და ის 2021 წელს თქვენს ნიშანში, ტყუპებში გაატარებს, რაც თქვენი ჭეშმარიტი გზის პოვნაში დაგეხმარებათ. 31 მაისს, ჩრდილოეთ კვანძი თქვენს მზის ნიშანთან კავშირს შექმნის, რაც იღბალს მოგიტანთ. მზად იყავით თქვენი ვარსკვლავური თვისებების გამოსავლენად, რადგან იღბალი თქვენს მხარეს იქნება.

კირჩხიბი
იღბლიანი დღე: 23 ივნისი
კირჩხიბს სეზონის დაწყებისთანავე, 23 ივნისს, თევზებში მზისა და იუპიტერს შორის მშვენიერი ტრინის ასპექტი შეიქმნება, რაც კირჩხიბებს წარმატებას მოუტანს. ტრინები ყველაზე ჰარმონიული ასტროლოგიური ასპექტებია და იუპიტერი თევზებში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ეს დამოკიდებულება ოპტიმიზმს, კეთილშობილებას და წარმატებას მოგიტანთ. იმავე დღეს მეორე ტრინი ნეპტუნსა და ულამაზეს ვენერას შორის თქვენს გარშემო ჯადოსნურ მტვერს მიმოფანტავს და ყველაზე სასიამოვნო ფანტაზიების გააქტიურებას ხელს შეუწყობს.

ლომი
იღბლიანი დღე: 13 ივლისი
სიყვარულის პლანეტა ვენერა და ძალაუფლების პლანეტა მარსი ერთმანეთს ორ წელიწადში ერთხელ, 13 ივლისს, თქვენი ზოდიაქოს ნიშანში ხვდებიან. როდესაც საქმე რომანტიკას და შემოქმედებას ეხება, მოემზადეთ, რომ მაგია შეიგრძნოთ. ეს იშვიათი და იღბლიანი ასპექტი ურთიერთობების ახალ ციკლს გპირდებათ. თქვენ სავსე იქნებით შთაგონებითა და რომანტიკით.

ქალწული
იღბლიანი დღე: 12 ივლისი
ამ წელს პლანეტა იუპიტერი თევზებში ორჯერ იქნება და სიყვარულის მრავალ ახალ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. ეს დაგეხმარებათ ურთიერთობებში არსებული პრობლემა გაარკვიოთ და რომანტიკული ურთიერთობა გააღრმავოთ. როდესაც იუპიტერი თევზებში შევა (13 მაისიდან 28 ივლისამდე, შემდეგ კი 28 დეკემბრიდან 2022 წლამდე), სიყვარული ახალ სიმაღლეებამდე და ემოციებამდე მიგიყვანთ. ეს ენერგია პიკს 12 ივლისს მიაღწევს, როდესაც თქვენი მმართველი პლანეტა მერკური თევზებში იუპიტერთან ჰარმონიულ სამკუთხედის ასპექტს შექმნის, რაც თქვენს პარტნიორთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს.

სასწორი
იღბლიანი დღე: 6 სექტემბერი
თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში მგრძნობელობას და ფუფუნების სიყვარულს ავლენს, ამიტომ, როდესაც 6 ივნისს ვენერა იუპიტერთან ტრიპს შექმნის, ორი პლანეტა თქვენს სასარგებლოდ განლაგდება - ისინი კოსმოსური მასშტაბების სიყვარულს გაჩუქებენ. თქვენ მიაღწევთ ყველაფერს, რაც ბედნიერებას განიჭებთ.

მორიელი
იღბლიანი დღე: 17 ნოემბერი
თქვენი მმართველი პლანეტა პლუტონი თავისი ინტენსივობითაა ცნობილი, მაგრამ როდესაც ის 17 ნოემბერს, თქვენი მზის ნიშანს გაუსწორდება, იგრძნობთ, რომ ენერგიით ივსებით. ეს მძლავრი განლაგება დაგეხმარებათ თქვენი ჩრდილოვანი მხარე თქვენს შინაგანთან დააკავშიროთ და თქვენი ტკივილი შთაგონებად გარდაქმნათ, რამაც შეიძლება თქვენი სრული გარდასახვა მოახდინოს. ენერგიის დამატებითი მუხტს თქვენს ნიშანში მყოფი ცეცხლოვანი მარსიდან მიიღებთ, რომელიც სიყვარულის პლანეტა ვენერასთან კიდევ ერთ ჰარმონიულ სექსტილს შექმნის.

მშვილდოსანი
ყველაზე იღბლიანი დღე: 21 მაისი
გაზაფხულზე თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი (ბედის პლანეტა) გადადის მეოცნებე თევზებში, რაც თქვენს ემოციურ ცხოვრებას გაანათებს და თქვენს ცხოვრებაში კომფორტი და იღბალს შემოიტანს. 21 მაისს, პირად ცხოვრებაში ახალი ვნებით და ენერგიით აივსებით, ვინაიდან შემოქმედებითი მზე, რომანტიკული ვენერა და კომუნიკაციაზე ორიენტირებული მერკური თქვენი პარტნიორობის სახლში გაერთიანდებიან.

თხის რქა
იღბლიანი დღე: 23 აგვისტო
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მმართველ პლანეტა სატურნს წარმატება ყოველთვის და ყველასთვის არ მოაქვს, 23 აგვისტოს ის რომანტიკულ ვენერას ჰარმონიული ტრინის ასპექტით დაუკავშირდება. ეს პრაქტიკულად ყველაფერში წარმატებას მოგიტანთ, რასაც სამსახურში შეეხებით. ეს იღბლიანი დამთხვევა თქვენს პოზიციას გაამყარებს, შემოქმედებით პოტენციალს გაზრდის და დაგეხმარებათ კარიერული გზის გაკვლევაში დაგეხმარებათ.

მერწყული
იღბლიანი დღე: 11 თებერვალი
ეს შესაძლებლობებით სავსე, ენერგეტიკულად მძლავრი დღეა, რადგან თქვენს ნიშანში ძლიერი ახალი მთვარეა, რომელიც შანს მოგცემთ, რომ ძველი ცხოვრება დაივიწყოთ და ახალი დაიწყოთ. იმავე დღეს ბედნიერი პლანეტები ვენერა და იუპიტერი თქვენს ნიშანში გაერთიანდებიან რაც თქვენს სამყაროს შეძრავს. დღის ენერგია სავსეა შესაძლებლობებით.

თევზი
ყველაზე იღბლიანი დღე: 21 ივნისი
ამ წელს იუპიტერი ორჯერ შევა თქვენს ნიშანში, რაც იმის გარანტიაა, რომ იღბალი მთელი წლის განმავლობაში არ მიგატოვებთ. 21 ივნისს ემოციური მთვარე, რომანტიკული ვენერა და მეოცნებე ნეპტუნი შექმნიან ყველაზე ჰარმონიულ კავშირს. როდესაც თქვენი მმართველი პლანეტა ნეპტუნი თქვენს ნიშანშია, ეს იქნება ფლირტის, გართობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და წარმატების დღე. მიეცით გრძნობებს უფლება ვარსკვლავებამდე მიაღწიონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა