თეგებით ძიება

როგორ იცვლება ურთიერთობა ღალატის შემდეგ?

ერთი მხარე ბრმა იყო, მეორე - დამნაშავე, მაგრამ იფიცება, რომ მათი სიყვარული უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე მანამდე იყო, სანამ ღალატს განიცდიდნენ...

ერთმა იმის ნაცვლად, რომ წასულიყო, ორივეს გასაკვირად, დარჩენა გადაწყვიტა. და სანამ ორივე ცალ-ცალკე ცდილობდა იარების მოშუშებას, მიხვდნენ, რომ რაღაც შეიცვალა:

1. რომელიღაც სიმღერა, ფილმი და ადგილი ამას ყოველთვის გაგახსენებთ.
თქვენ ყოველთვის გაიხსენებთ, სად იყავით და რას აკეთებდით, როდესაც ღალატის შესახებ შეიტყვეთ. გაიხსენებთ იმ წუთს, როდესაც გული გეტკინათ, როდესაც გინდოდათ მთელი ძალით დაგერტყათ, მაგრამ ამის ნაცვლად, მოიკუნტეთ და ატირდით. თქვენ გემახსოვრებათ მისი ყოველი სიტყვა და ის მომენტი, როდესაც წასვლა ან დარჩენა გადაწყვიტეთ. თქვენ გემახსოვრებათ მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ეჭვები, რომლებიც ამის შემდეგ გაგიჩნდათ. ეს ის არის, რასაც ვერასდროს დაივიწყებთ, მაშინაც კი, თუ პატიება გადაწყვიტეთ.

2. ყველა, ვინც უპატივცემულობას გამოხატავს ან ეჭვქვეშ დააყენებს თქვენს ურთიერთობას, უფლებას კარგავს ისაუბროს არსებულ ვითარებაზე.
ურთიერთობა მხოლოდ ორი ადამიანის საქმეა, მაგრამ ზოგჯერ ვიღაც ფიქრობს, რომ თქვენს ურთიერთობაზე თქვენზე მეტი იცის. ერთადერთისწორი პოზიციაა ამ დროს - თუ ჩემს კონკრეტულ ადგილზე არ იმყოფები, შენი აზრი არ მაინტერესებს.

3. დარჩენა და ბრძოლა გაცილებით რთულია.
ყველაფრის დატოვების და გაქცევის სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. და სადღაც, ქვეცნობიერში ყოველთვის გაჩნდება აზრი - თუ იმდენად უარმყო, რომ მიღალატა, მაშინ მე რატომ უნდა ვეცადო ურთიერთობის გამოსწორებას? თუ ეს ცალმხრივია, მაშინ ნამდვილად არ ღირს.

4. ორივემ უნდა ისწავლოთ
უფლება არ გაქვთ გამოიყენოთ მისი ღალატი, რომ ყველა ცოდვაში დაადანაშაულოთ, თუნდაც ეს ერთგულებას არ ეხებოდეს. მან უნდა ისწავლოს თავის დაცვა. ერთი სიტყვი, ბალანსი კვლავ უნდა მოიძებნოს.

5. ყველა გეგმა შეაჩერეთ და ნდობის საკითხი გაარკვიეთ
თუ, მაგალითად, ბავშვის გაჩენას გეგმავდით, მაგრამ ვერ მოასწარით, არ უნდა იფიქროთ, რომ ახლა შესაფერისი დროა და პატარა ისევ შეგაკავშირებთ. ჯერ ნდობის საკითხში გაერკვიეთ და შემდეგ ოჯახური ცხოვრების დაგეგმვა განაგრძეთ.

6. გამუდმებით მომხდარზე ფიქრობთ
თქვენ გამუდმებით მომხდარს აანალიზებთ. მუშაობთ, სახლს ალაგებთ თუ სადილს ამაფებთ, თავში მხოლოდ მისი ღალატი გიტრიალებთ. ეძებთ საკუთარ დანაშაულს და გამაფრთხილებელ ნიშნებს მისი მხრიდან. ცდილობთ მის გამართლებას და საკუთარი თავს ადანაშაულებთ, რომ ეს გამოგეპარათ.

7. დიახ, თქვენ საკუთარ თავს ადანაშაულებთ.
რაც არ უნდა იყოს მიზეზი, თქვენს თავში ყალიბდება აზრი, რომ არასაკმარისად კარგი ხართ, რადგან მან სხვისკენ გაიხედა.

8. კითხვას „რატომ?“ ვერასოდეს მოიცილებთ.
იქნებ მიზეზიც იცით, მაგრამ ეს თქვენთვის საკმარისი არ იქნება. ეს ვერ მოაშუშებს თქვენი სულის ჭრილობას და ნდობას ვერ აღადგენს. იმის გამო, რომ კითხვაზე „რატომ?" სწორი პასუხი არ გაქვთ, ყოველთვის, როცა შუაღამისას მის გვერდით გაიღვიძებთ, საკუთარ თავს იგივე კითხვას დაუსვამთ - „რატომ?“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა