როგორ მოვუაროთ გერანს?
როგორ მოვუაროთ გერანს? გერანის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ განსაკუთრებულ მზრუნველობას არ საჭიროებს და ბევრ მეყვავილეს ისინი სწორედ ამიტომ უყვარს. ზაფხულის მზის სხივების ქვეშ თავს გერანი არაჩვეულებრივად გრძნობს, უბრალოდ მისი დრო და დრო მორწყვა დაგჭირდებათ. ზამთარში მოვლის პროცესი ოდნავ რთულდება, მოდით დეტალურად გავარკვიოთ რა რისთვის არის.
დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მცენარეს სიმშვიდის ფაზა აქვს, ამიტომ მისი ზრდა და ყვავილობა ნელდება, ამ პერიოდში უნდა შევწყვიტოთ გერანის გამოკვება. უნდა დავაცადოთ მცენარეს მომაგრება და ძალების მოკრება. იანვრამდე გერანი ისევ გაგახარებთ ფუმფულა ყვავილებით, რომლებიც ნელ-ნელა შემცირდება. ზამთარში მეყვავილეებმა ყურადღება ტემპერატურას, განათებას, მორწყვას და გაკრეჭას უნდა მიაქციონ. ახლა კი ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.
ტემპერატურული რეჟიმი
პირველ ყინვებადმე გერანი სახლში უნდა შეიტანოთ. უბრალოდ ზამთარში ყვავილს ბევრი სითბო არ აქვს. რეკომენდირებულია მცენარე გრილ შენობაში დავდგათ. თუ ასეთი არ გაქვთ, ჩრდილოეთის მხრიდან რაფაზე მაინც დადგით. ზამთარში გერანისთვის იდეალური ტემპერატურა 10-15 გრადუსია. თუ უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება, არსებობს რისკი, რომ მცენარეს ახალგაზრდა კვირტები დაცვივდება
აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, რომ გერანი ორპირ ქარში არ იდგეს. თუ ყვავილი რაფაზე დგას მიაქციეთ ყურადღება, რომ ფოთლები ფანჯარას არ ეხებოდნენ. გერანი კომფორტულად +4 გრადუსზეც ნორმალურად გრძნობს თავს.
განათება
გერანი – სამხრეთული მცენარეა და სინათლე უყვარს. თუ მას ჩრდილოეთ ფანჯარაზე დადებთ მას დამატებით განათება დაჭირდება. მის გარეშე გერანი არ აყვავილდება, ფოთლები კი გაზაფხულამდე დაპატარავდება. მცენარეს რთულად გადააქვს ზამთრის პერიოდი, ეს მისგან ბევრ ძალას მოითხოვს. გერანი შუქში მინიმუმ 12 საათი უნდა იდგეს.
ყველაფერს აჯობებს თუ მცენარეს ადგილს სამხრეთის მხარეს მიუჩენთ, უბრალოდ უფრო გრილ ტემპერატურაზე. მზის პირდაპირ სხივებს გერანი იოლად იტანს. თუ უზრუნველყოფთ სწორ განათებას, გაზაფხულზე ჯანმრთელ და სიცოცხლით სავსე მცენარეს მიიღებთ, რომელიც დიდი ყვავილებით გაგახარებთ.
მორწყვა და განოყიერება
გერანი რეგულარულად უნდა მოირწყას, მაგრამ ზამთარში მას მხოლოდ კვირაში ერთხელ რწყავენ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ მიწა ქოთანში თანაბრად იყოს და არ გამოშრეს. აუცილებლად იზრუნეთ სწორ დრენაჟზე, რადგან ფესვებთან წყლის შეგროვებამ შეიძლება ყვავილი დააზიანოს.
არაა რეკომენდებული გერანისთვის წყლის ფოთლებზე შეშხაპუნება, რადგან შესაძლოა ლაქები გაუჩნდეს. მეყვავილეები ხშირად ხვდებიან გერანის ფოთლების გაყვითლების პრობლემას. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სასუქის უკმარისობის გამო ხდება და მისთვის სასუქის მიწოდებას იწყებს. თუმცა ამის გაკეთება არ ღირს.
სინამდვილეში ფოთლები არასწორი მორწყვის გამო ყვითლდებიან, როგორც ჭარბი, ასევე ნაკლები მორწყვაც – მცენარეს აზიანებს, ეს პრობლემა კი მარტივი მეთოდით – მორწყვის ნორმალიზებითაც შეიძლება გადაიჭრას.