როგორ დავაპროგრამოთ საკუთარი ტვინი სიზმარზე?
სიზმრის მექანიზმი, არც ისე მარტივია. ძილში ადამიანი 5 სხვადასხვა სტადიას გადის. პირველი არის თვლემა, მეორე - ზედაპირული ძილი, მესამე - ზომიერი ძილი,
მეოთხე კი - ღრმა ძილი.
სწორედ ეს ოთხეული ასრულებს ადამიანის ძირითად აღმდგენ ფუნქციას.
კითხვაზე - რატომ ხედავს ადამიანი სიზმარს, ამაზე გარკვეული და ზუსტი პასუხი მეცნიერებს დღემდე არ აქვთ. თუმცა ბევრი თეორია არსებობს. მაგალითად, ზიგმუნდ ფროიდს მიაჩნდა, რომ სიზმარი ადამიანის მიერ უგულებელყოფილ სურვილებს ასახავს. ეს სურვილი შეიძლება იყოს სექსუალური ხასიათის ან სიძულვილის შემცველი. ამ უკანასკნელს შეიძლება მიეკუთვნებოდეს მშობლებზე, ნათესავებზე, ცოლზე ან ქმარზე შურისძიების სურვილი
როგორ დავაპროგრამოთ საკუთარი ტვინი სიმზარზე?
1. ძილის წინ თქვენს ტვინს უთხარით: ,,დღეს მე სიზმრებს ვნახავ და მათ დავიმახსოვრებ..\'\' ეს თქვენთვის დაახლოებით თორმეტჯერ გაიმეორეთ.
თქვენ შეგიძლიათ იმაზეც იფიქროთ, თუ რისი ნახვა და რომელი სფეროს კვლევა გსურთ სიზმრებში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი საკუთარი პროგრამით წარმოიქმნება.
ორგანიზმმა უკეთესად იცის, რისი გაგება სურს მოცემულ მომენტში.
2. საწოლის გვერდით ქაღალდის ფურცელი და ფანქარი დადეთ. ეს არამარტო პრაქტიკულია, არამედ სიმბოლურიცაა.
ამით თქვენ იმის დემონსტრირებას ახდენთ, რომ საკუთარი აზრის ჩაწვდომის სურვილი გაქვთ.
თუ სიზმრებს აღიარებთ და პატივს სცემთ, ისინი უფრო ხშირად დაგესიზმრებათ.