თეგებით ძიება

დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას

საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის.

„მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, რათა ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყოს. თუ აქციები მთლიანად ოპოზიციის თუ მათი ნაწილის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.

ლეგიტიმური რევოლუცია – ამის სპეციალისტი არ ვარ. რაც ადრე მაქვს ნასწავლი რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ საქართველოში არ დგას. ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მოლაპარაკება და შეძლებისდაგვარად სწრაფვა იქითკენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა იყოს გამოყენებული პოზიციის და ოპოზიციის პაექრობისთვის. მჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „როდესაც ხელისუფლება არჩევნებს აუქმებს, რჩება 2 სცენარი - ან დიქტატურისკენ სვლასთან შეგუება, ან ლეგიტიმური რევოლუცია“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა