თეგებით ძიება
16. 09. 2024 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავრობას რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მის მთავრობას არ გადაუცია რუსეთისთვის იარაღი მას შემდეგ, რაც ის აგვისტოში პრეზიდენტი გახდა.

„შესაძლებელია წარსულში იყო [რუსეთისთვის] იარაღის მიწოდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავიკავე, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტების პარტია.

„რუსეთმა ამ ბალისტიკური რაკეტების პარტია უკვე მიიღო, და, როგორც ჩანს, რამდენიმე კვირაში მათ უკრაინაში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - თქვა ბლინკენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა