თეგებით ძიება

ქალის სამოქმედო წესები სასურველი ცხოვრების დასაგეგმად - რჩევები პერსონალური ქოუჩისგან

ადამიანებს საინტერესო ცხოვრების დასაგეგმად შემუშავებული აქვთ კონკრეტული ცხოვრებისეული სტრატეგია.

რადგან ცხოვრება სტრატეგიაა და თუ ხვდები, რომ სასურველ შედეგს ვერ იღებ, ეს ნიშნავს, რომ დროა შეცვალო შენი ხედვა და სტრატეგია. თუმცა, ბევრი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა, მაინც ჯიუტად არ ცვლის თავის ხედვასა და ცხოვრებისეულ სტრატეგიას.

ამ დროს კი რა ხდება? ხდება, ის რომ უჩნდება ირგვლივმყოფებისა და სამყაროს მიმართ უამრავი პრეტენზია, უჭირს საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება, რადგან, რაც არ გამოუვიდა ან ხელი შეეშალა, სხვას დააბრალოს მეტად კომფორტულია.

გეთანხმებით, ცხოვრებაში ყველა ადამიანს ხვდება თავისი სირთულე და ხშირად ასეც ხდება, როდესაც სხვა ადამიანები არასასურველად ერევიან ჩვენს ცხოვრებაში.

რათქმაუნდა გაქვს უფლება გაბრაზდე, განიცადო მხოლოდ რამდენიმე დღე... ეს ბუნებრივია! ბუნებრივი არაა ამის გამო ადამიანმა შეწყვიტოს განვითარება და ჩავარდეს მელანქოლიასა და დეპრესიაში!

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ შევალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

დარჩი საკუთარ თავთან და გაიაზრე, რა და როგორ შეცვალო ხედვა და დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ. იმისათვის, რომ მეტად კმაყოფილი და რეალიზებული იყო ცხოვრებაში.

თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია თავისი არსით და თითოეულს თავისი უნიკალური ცხოვრებისეული სტრატეგია შეესაბამება, თუმცა ამ შემთხვევაში გთავაზობთ ზოგად სამოქმედო წესებს სასურველი ცხოვრების დასაგეგმად:

1. იმისათვის, რომ ააწყო ჰარმონიული ურთიერთობა, პირველ რიგში აუცილებელია საკუთარ თავთან ჰარმონიული დამოკიდებულება და საკუთარი თავის შეყვარება.

2. არასოდეს არავის დასამტკიცებლად არ იმოქმედოთ. თუ გინდათ გააკეთოთ რაიმე, უბრალოდ საკუთარი თავისთვის გააკეთეთ.

3. ქალს, რომელსაც შეუძლია საწყისი შინაგანი მამაკაცის ენერგიისა და საწყისი შინაგანი ქალის ენერგიის დაბალანსება, ჰარმონიულად თანაშეწყობა, განვითარება თვითრეალიზაციისათვის, უნიკალური ქალბატონი ხდება.

4. მამაკაცი არ უნდა გახადოთ მთელი ცხოვრების მთავარი საწყისი, არამედ თქვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

5. მუდმივად განვითარდით, ყოველდღიურად მიიღეთ ახალი ცოდნა და ინფორმაცია, ეს დაგეხმარებათ რთული ამოცანების იოლად გადაწყვეტაში.

6. მამაკაცთან ურთიერთობა ააწყვეთ მსუბუქად, იუმორით. მამაკაცს მუდმივად აშინებს ქალი: ხან თვლის, რომ ზედმეტად ჭკვიანია, ხან ზედმეტად სულელია ხან ზედმეტად ლამაზია, შეუხედავია ან ზედმეტად სუსტია ან ძლიერია, ზედმეტად მდიდარია ან ღარიბია.... ამიტომ მნიშვნელოვანია ისწავლოთ ერთი როლიდან მეორე როლში დიპლომატიურად გადასვლა, ალბათ გაგიგიათ გამოთქმა: "ჭკვიანმა ქალმა იცის როგორ მოაჩვენოს თავი სულელად“ - ზუსტად ამიტომ ითქვა, რომ ეს საჭიროა ხანდახან ქალმა შეძლოს.

7. ქალი რომელიც რაკეტასავით წინ მიიწევს თავისი მიზნებისკენ და ოცნებებისკენ, ჭკვიანი მამაკაცი აუცილებლად დააფასებს, რადგან ესეთი ქალი ყოველთვის საინტერესოა რადგან იოლი არაა მისი ამოცნობა.

8. ფინანსური განვითარება აუცილებელია, რადგან ეს ქალს თავდაჯერებულებას და შინაგან თავისუფლებას მატებს. ამიტომ ადვილად აწყობს საზღვრებს რა და როგორ სურს მიიღოს ცხოვრებიდან, ურთიერთობიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა