თეგებით ძიება

ამ ბატისტვინას და მის მრჩეველ ჭუკისტვინას ჰგონიათ ფბ სტატუსებს იხილავს ქარტია? - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია, პრეზიდენტიის ადმინისტრაციის მიერ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” შეტანილ საჩივარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ჯერ ერთი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი არ ვარ, არც მე და არც "მთავარი არხი" და მეორე და მთავარი, ამ ბატისტვინას და მის მრჩეველ ჭუკისტვინა წულუკიანს გონიათ, რომ ფბ სტატუსებს იხილავს ქარტია? თუ რამე არსებობს, ჩემი ლეგიტიმური გამოხატვა შეზღუდოს, თან მასზე, ვინც "ომი საქართველომ დაიწყოო" იძახის?

არ გეღირსებათ ცენზურა, ორო მდარე და უნიჭო გესტაპოელო!", - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა