კოვბოის პოზიცია - რას გვეუბნება სხეულის ენა?
კოვბოის პოზიცია - როგორია სხეულის ენის განმარტება?
ქამარში ან შარვლის ჯიბეების ზედა ნაწილში ჩაყოფილი ცერა თითები განსაზღვრავს გენიტალიების ზონას და ასეთ ექსპოზიციას ძირითადად მამაკაცები იყენებენ სექსუალურად აგრესიული განწყობის წარმოსაჩენად.
მას ხუმრობით გრძელცერება კაცის ჟესტსაც უწოდებენ. მკლავები იღებენ მზაობის პოზიციას და ხელის მტევნები ინდიკატორის როლს ასრულებენ საზარდულის ხასგასასმელად.
მამაკაცები საკუთარი ტერიტორიების დასცავად იყენებენ ამ ჟესტს ან სხვა მამაკაცებისთვის იმის საჩვენებლად, რომ არ ეშინიათ.
ეს ჟესტი ეუბნება სხვებს: მე მამაკაცური ვარ - მე დომინანტობა შემიძლია.
სწორედ ამიტომ, მას რეგულარულად მიმართავენ მამაკაცები სექსუალური პარტნიორის ძებნისას.