ვაშლის კექსი თაფლით
1 ჭიქა შაქარი
2ცალი კვერცხი
1ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჩ/კ საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ მარილი
1/2 ს/კ დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი
1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
1ჭიქა მცენარეული ზეთი
3/4 ჭიქა თაფლი
21/2 ჭიქა ფქვილი
1ჩ/კ საჭმელი სოდა
1ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი
3ცალი ვაშლი
ცოტაოდენი ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის
1. გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F). მოაცხეთ ცხიმი ფორმას(22.5სმ) და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და მცენარეული ზეთი. ჩაუმატეთ 2 კვერცხი და გათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი.
3.ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი, დაფქული დარიჩინი და ჯავზი. მიღებული მშრალი მასა ჩაუმატეთ კვერცხის მასას დიდ თასში და ურიეთ, სანამ ნესტიანი არ გახდება. შეურიეთ გათლილი, გულამოცლილი და დაჭრილი ვაშლი და დაქუცმაცებული ნიგოზიც.
4. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 50-65 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ 10-15 წუთით და შემდეგ ამოიღეთ ფორმდან. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული შაქარი ან მსუბუქად მოასხით თბილი თაფლი(+კარამელი).
Kulinaria.ge