თეგებით ძიება

გიორგი ვოლსკი: მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ეს რთულია იმ ვითარებაში, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული

მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს აზრი, რომ საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ზუსტი ინფორმაციაო მივაწოდოთ, ვინ რა პოზიციებზე დგას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი. გაცილებით უფრო რთული მოლაპარაკებები მინახავს, არსებობს ასეთი მაგალითები, მაგრამ რთულია იმ ვითარებაში მოლაპარაკებები, როდესაც ერთ მხარეს შანტაჟის ენა აქვს არჩეული და ხისტი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ უკვე დაანონსებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებს მხოლოდ იმიტომაც აქვს აზრი, რომ საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ზუსტი ინფორმაციაო მივაწოდოთ, ვინ რა პოზიციებზე დგას“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა გუშინ მხარეებს განუცხადა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა