თეგებით ძიება

3 მიზეზი, რატომ იზიდავთ ერთსა და იმავე პრობლემას გამუდმებით

მიზიდულობის კანონი სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი კანონია, ამიტომ ჩვენი რეალობა უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, რასაც ვფიქრობთ და ვგრძნობთ. ამაში გარკვეულ როლს თამაშობენ ის პრობლემებიც, რომლებზეც მუდმივად ვფიქრობთ. ხშირად იმდენად ვართ ნეგატივზე ფოკუსირებულები, რომ ერთსა და იმავე უსიამოვნებას დაუსრულებლად ვიზიდავთ.

რატომ ხდება ასე?

ჩვენ გაგაცნობთ მოქცევის 3 მოდელს, რაც გვაიძულებს ნეგატივზე მობილიზებას და თუ შენიშნავთ, რომ გამუდმებით განცდებში ხართ, შესაძლოა, მიზეზი შემდეგია:

1. მუდმივად წუწუნებთ და პრობლემებზე საუბრობთ

ყველაზე ხშირად სწორედ ამ მიზეზით ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში უსიამოვნებებს. მუდმივად უარყოფითზე ვსაუბრობთ,
ვიმეორებთ ერთსა და იმავეს. ვეჩვევით წუწუნს და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იზიდავს.

კარგი ამბავია ის, რომ წუწუნის შეწყვეტა რთული არ არის. თავდაპირველად, დუმილი რა თქმა უნდა, გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ ივარჯიშებთ, ისწავლით, ენას კბილი დააჭიროთ მაშინ, როცა ეს აუცილებელია.

2. აკვიატებული გაქვთ პრობლემებზე ფიქრი

სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ მღელვარება ადამიანის გადარჩენის ერთ-ერთი ფაქტორია. მაგრამ პრობლემაზე აკვიატებული ღელვით ჩვენ მის იმპულსს კიდევ უფრო ვაძლიერებთ. შედეგად კი საჭირო გადაწყვეტილებისგან შორს ვრჩებით.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მაშინაც კი, თუ ქვეცნობიერი აზროვნების შეცვლასაც მოახერხებთ, დროდადრო მაინც მოგივათ არასასურველი ფიქრები, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ. რამდენიმე ტოქსიკური აზრი თქვენს ცხოვრებას ვერ დაანგრევს. ამიტომ ნუ ინერვიულებთ.

თქვენი ფიქრების კონტროლს კი შემდეგნაირად შეძლებთ: როცა შეამჩნევთ, რომ ერთი კონკრეტული პრობლემით ხართ შეპყრობილი, ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. დაკავდით იმით, რაც სიამოვნებას გგვრით.

3. მოქმედებთ შიშით

ჩვენი ქმედებები მხოლოდ ჩვენივე გრძნობებისა და ვიბრაციის ანარეკლი არ არის, მას მათი შეცვლაც შეუძლია.

ალბათ, გსმენიათ, რომ დაძაბულობის დროს განწყობის გამოკეთება მხოლოდ ერთი ღიმილითაა შესაძლებელი. ძალდატანებით ღიმილსაც კი შეუძლია განწყობის ამაღლება.

საქმე იმაშია, რომ განწყობა და ქმედება ტანდემში მუშაობენ. ჩვენი განწყობის შეცვლა ცვლის მოქმედებას, მოქმედების შეცვლა კი ცვლის განწყობას. ამიტომ, პრობლემის მიმართ მიდგომის შეცვლით, ის შეწყვეტს ჩვენს ცხოვრებაზე ამდენად ნეგატიური გავლენის მოხდენას.

როცა მუდმივად ავადმყოფობის შიში გიპყრობთ, სინამდვილეში ეს უარყოფითი, შემაშინებელი ფიქსაციაა, რაც დაავადების შანსებს მხოლოდ ზრდის.

რატომ ხდება ასე? ეს იმიტომ, რომ ამით თქვენს სამყაროს უგზავნით შეტყობინებას, რომელიც მხოლოდ გაჰყვირის: „მე ავადმყოფობის მეშინია!“

აქაც იგივე - ვიღებთ იმას, რაზეც ვკონცენტრირდებით, გვინდა ეს თუ არა. სამყარო გრძნობს, რომ ყველა ჩვენს ქმედებას, რომლის წყალობითაც ვცდილობთ, ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, მართავს შიში. ამ სახით, უმრავლეს შემთხვევაში ვზრდით დაავადების შანსებს.

ამიტომ, თუ შენიშნავთ, რომ ერთი და იგივე უსიამოვნება ხშირად გატყდებათ თავს, გონივრული იქნება პაუზის გაკეთება და დაინტერესება: მივისწრაფვით კი იმისაკენ, რაც გვსურს ან ვშორდებით იმას, რისიც გვეშინია?

მაქსიმალურად ეცადეთ, გაექცეთ მუდმივად პრობლემებზე საუბარს, გამოეთიშეთ აკვიატებულ ფიქრებს და მოიქეცით ისე, რომ თქვენი ქმედებები შიშმა ვერ მართოს.

უარყოფითი კონცენტრაციებისგან გათავისუფლებას დასჭირდება დრო და, რა თქმა უნდა, დიდი მოთმინების გამოვლენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა