თეგებით ძიება

ივანე მაჭავარიანი - საბანკო სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რესტრუქტურიზაცია და სხვადასხვა ტიპის შეღავათები განავრცოს, არ მგონია, რომ ჩვენ აქ რამე დიდი საფრთხე გვაქვს

ბოლო პერიოდში ჩვენმა საბანკო სექტორმა ორჯერ სრულად გადაავადა, პრაქტიკულად ყველასთვის სესხები და მესამედ კიდევ ინდივიდუალურად, არის მზაობა, რომ ინდივიდუალურად მათ განიხილონ ყოველი შემთხვევა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო სექტორთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება.

„არ ველოდები რამე ტიპის მასიურ პრობლემებს ამ კუთხით, რომ ადამიანები დაკარგავენ ბინებს, არა. არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ეს ერთის მხრივ იმიტომ, რომ საბანკო სექტორს პრაგმატულად, მორალურადაც ესმის, რომ კასკადი ამ ქონების წამოღების არასწორია და ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. ეროვნული ბანკი დაადასტურებს, რომ მაქსიმალურად აკეთებენ იმას, რომ რესტრუქტურიზაცია და სხვადასხვა ტიპის შეღავათები განავრცონ. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ჩვენ აქ რამე დიდი საფრთხე გვაქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.


1tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა