თეგებით ძიება

კობახიძემ კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ადამიანებს, ვინც გავრილოვის ღამეს აპროტესტებდა - დავით ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა იმ ადამიანებს, რომლებიც გავრილოვის ღამეს აპროტესტებდნენ. მისი თქმით, უღირსია ის, ვინც ქვეყნის ღირსების დამცველი ადამიანების ბრძოლას დაგეგმილს უწოდებს:
"ყველაზე უღირსია ადამიანი და მითუმეტეს პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის ღირსების დამცველი ადამიანების ბრძოლას დაგეგმილს უწოდებს!

კობახიძემ კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ადამიანებს, ვინც გავრილოვის ღამეს აპროტესტებდა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ადამიანებსი სპონტანური გამოსვლა, საკუთარი ღირსების დაცვა და იმ ღამეს, იქ, არცერთი პოლიტიკოსი არ იყო ორგანიზატორი.

ამიტომ, კობახიძის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს, რადგან მას ამ ქვეყანასთან ბმა საერთოდ არ გააჩნია.

და ერთადერთი რაც მის „მიღწევად“ შეიძლება ჩაითვალოს, ეს იქნება ანტილოგიკის, როგორც მეცნიერების დაფუძნება" - განაცხადა ჭიჭინაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა