თეგებით ძიება

"პანდემიის მიუხედავად, განათლების ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა და ამ მიმართულებით განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალიტია" - ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჩხენკელი ირწმუნება, რომ პანდემიის მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მაინც მოხერხდა. მისი თქმით, სამინისტრომ სკოლებისთვის "დროულად" შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და "წარმატებით" დანერგა დისტანციური სწავლების სხვადასხვა სისტემა.

"საქართველოს მიერ განათლების მიმართულებით განხორციელებულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მაღალ შეფასებებს აძლევენ და ერთ-ერთ საუკეთესო მაგალიტად ასახელებენ. კერძოდ, Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და რეკომენდაცია გაუწია სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომების შესახებ. მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ხელმძღვანელმა საქართველოში", - განაცხადა ჩხენკელმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა