თეგებით ძიება

ფორთოხლის კექსი - "ბაოს სამზარეულოსგან"

კექსის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ:

3 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
200 გრ რძე
200 გრ მაწონი
1 ჩ/კ სოდა
100 გრ ზეთი
ვანილი
1 მოზრდილი ფორთოხლის ცედრა
ფქვილი რასაც შეიზელს
შაქრის პუდრა 1 ს/კ

მომზადებს წესი:

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ რძე,მაწონში არეული სოდა,ზეთი,ვანილი და ფორთოხლის ცედრა, ავურიოთ კარგად და დავუმატოთ ფქვილი იმდენი რომ სქელი არაჟნის მასა გამოვიდეს, ჩავასხათ ცივ საცხობის ქაღალდ ჩაფენილ ფორმაში, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი. რომ გაგრილდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ძალიან უხდება შოკოლადის გლაზურიც. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გემრიელად მიირთვით.

რეცეპტი მოგვაწოდა: ბაოს სამზარეულომ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა