თეგებით ძიება

არ დავაფინანსებთ რევოლუციებს - თეა წულუკიანი პარტიების დაფინანსებაზე

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა, რომ მმართველი გუნდი რევოლუციებს არ დააფინანსებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავაფინანსებთ რევოლუციებს. მე ძნელად წარმომიდგენია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა იმაზე მეტი და ახალი შესთავაზოს ოპოზიციას, ვიდრე იქნა შეთავაზებული. მათ მხარეს არის ბურთიც, გადაწყვეტილებაც და პასუხისმგებლობაც. თუ გააგრძელებენ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მე მესმის ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, როცა მათ ეს ჩიხი შექმნეს და შეიყვანეს თავიანთი თავი, ამ ჩიხიდან გამოსვლა შეიძლება იყოს საკმაოდ ძნელი, მაგრამ ამაზე ამომრჩეველი რას ეტყვის მათ, ეს არის მთავარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა