თეგებით ძიება

"მოლები დახურული სივრცეა, მეტად ვრცელდება ვირუსი,ცუდ დღეში ვართ... ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს" - "ლილოს" მოვაჭრეები აქციას მართავენ

აქცია ლილოში - მოვაჭრეები მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება - რომლითაც 24 დეკემბრიდან მოლები იხსნება, მაგრამ ბაზრობები არა მოვაჭრეები აღნიშნავებ, რომ დახურულ სივრცეში, კორონავირუსის გავრცელება მეტად მაღალი რისკის შემცველია, ვიდრე ღია სივრცეებში.
"არაკანონიერად მიგვაჩნია, რომ იხსნება მარტო მოლები. მოლები დახურული სივრცეა, მეტადაა ვირუსის გამავრცელები, ვიდრე ბაზრობები. ჩვენც გვინდა არსებობა, ოჯახების შენახვა... თუ იხსნება, მაშინ ყველა გავიხსნათ, თუ არა და, ყველა დავიკეტოთ. ცუდ დღეში ვართ... ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს", - ამბობენ მოვაჭრეები.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა