თეგებით ძიება

თურქეთის ელჩი: თურქეთის მთავრობა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ელჩის განმარტებით, დიპლომატიურ უწყებაში მისი ვიზიტი უკავშირდებოდა ოკუპირებული აფხაზეთის მედიის მიერ 22 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თურქეთის უმსხვილესმა ბანკებმა აფხაზური ნაციონალური საგადასახადო ბარათის, „აპრა ვორლდის“ მომსახურება დაიწყეს და საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თურქეთის „იშბანკის“ და „ზირაათ ბანკის“ ტერმინალური ქსელში ავტორიზაცია წარმატებით განხორციელდა“.

„დღეს ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც წარმოაჩინა პრესამ. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, თურქეთის მთავრობა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე.


"იმედინიუსი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა