თეგებით ძიება
10. 05. 2024 მსოფლიო

ვერანაირი ზეწოლა და გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს ისრაელს, დაიცვას თავი - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინტერვიუს, სადაც ის ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღით ადრე გაზიარებული ვიდეომიმართვით პასუხობს.

ნეთანიაჰუს თმით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ისრაელში ბომბების გაგზავნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეს ჩვენ კვლავ ვუპირისპირდებით მტრებს. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, ვერანაირი ზეწოლა და გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს ისრაელს, დაიცვას თავი. თუ ისრაელი მარტო დარჩება, მარტო დადგება და დაამარცხებს გენოციდურ მტრებს. მსოფლიოში უამრავი წესიერი ადამიანი მხარს უჭერს ჩვენს სამართლიან ქმედებას“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი. 

პრემიერი ამტკიცებს, რომ ისრაელს „არ აქვს არჩევანი“ გარდა რაფაჰში „ჰამასის“ დარჩენილი ბატალიონების განადგურებისა.

„თუ ჩვენ არ გავანადგურებთ მათ, ისინი დაბრუნდებიან. ისინი გამოვლენ გვირაბებიდან, კვლავ დაიკავებენ ღაზას და გააკეთებენ იმას, რასაც დაგვპირდნენ: მოაწყობენ ისევ 7 ოქტომბერს - ამ უზარმაზარ ხოცვა-ჟლეტას - ისევ, ისევ და ისევ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა