თეგებით ძიება

"ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი "ნაციონალები", რომლებიც რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ, ყველაფერ რუსულზე" - პრემიერი

„ნაცი" ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე კი არ ღი­ზი­ან­დე­ბა, არა­მედ თავს იღი­ზი­ა­ნებს, ასე იღი­ზი­ა­ნე­ბენ დღეს თავს რუ­სეთ­ზე ნი­კო­ლოზ ე.წ. რაჭ­ვე­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე და სხვა ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2019 წლამ­დე რუ­სეთ­ში კონ­ცერტს კონ­ცერ­ტზე მარ­თავ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სად­მი მი­მარ­თულ ღია წე­რილ­ში აცხა­დებს.

პრე­მი­ე­რი სა­უბ­რობს ერთ-ერთი მის­თვის ნაც­ნო­ბი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის „ფე­ის­ბუკ“-პოს­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი აქ­ცია არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია.

"ამ ახალ­გაზ­რდამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნაც მო­ი­თხო­ვა. მა­ში­ნაც კი არ და­უ­ხე­ვია უკან, როცა ბა­ი­დენ­მა და ჯონ­სონ­მა თქვეს, უკ­რა­ი­ნა­ში ჩვენ­გან მო­ხა­ლი­სე­ე­ბის წას­ვლას რე­კო­მენ­და­ცი­ას არ ვუ­წევთ, რად­გან არ გვინ­და, ნატო რუ­სეთ­თან ომში ჩა­ე­ბა­სო. მე­ტიც, ომის­კენ ღი­ა­დაც „იქა­ჩე­ბო­და“ და გი­გა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­ზი­ა­რა: რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომს აგებს, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ომს ვერ და­ი­წყებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ეს ფან­ჯა­რა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო­თო. ეს ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე გა­ღი­ზი­ან­დეს, სა­ერ­თოდ არ გა­ღი­ზი­ან­და, რო­დე­საც კი­დევ ერ­თმა „მსოფ­ლიო გმირ­მა“, და­ვით არა­ხა­მი­ამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მას რუ­სულ ენა­ზე მი­მარ­თა. აქე­დან ჩანს, რომ "ნაცი" ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე კი არ ღი­ზი­ან­დე­ბა, არა­მედ თავს იღი­ზი­ა­ნებს. ასე იღი­ზი­ა­ნე­ბენ დღეს თავს რუ­სეთ­ზე ნი­კო­ლოზ ე.წ. რაჭ­ვე­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე და სხვა ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2019 წლამ­დე რუ­სეთ­ში კონ­ცერტს კონ­ცერ­ტზე მარ­თავ­დნენ. ამ და სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა სა­კუ­თარ თავს და­ა­ჯე­რეს, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პან­ტი არა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, არა­მედ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ გახ­და. ასეა ნა­ცის ტვი­ნი მო­წყო­ბი­ლი - ხან ვერ ფიქ­რობს და ხან არ ფიქ­რობს. ამი­ტომ, მის­თვის რუ­სულ­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც შერ­ჩე­ვი­თია. 2022 წლის 1-ელ მარტს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ერ­თოდ გა­და­ი­რია, რო­დე­საც სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბი­სა და მებ­რძო­ლე­ბის არ­გაგ­ზავ­ნის სა­ბა­ბით, "მსოფ­ლიო გმირ­მა" ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი გა­იწ­ვია.

"მრცხვე­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ვარ“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეს ახალ­გაზ­რდა ზე­ლენ­სკის დე­მარშს. კი­თხვაც კი არ გას­ჩე­ნია, რა­ტომ უნდა გა­ეწ­ვია ზე­ლენ­სკის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან, როცა ომის და­წყე­ბი­დან წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელჩი ბე­ლა­რუ­სი­და­ნაც კი არ გა­უწ­ვე­ვია. არც და­ფიქ­რდა, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­დო­ლი­ა­კი­სა და და­ნი­ლო­ვის პირ­და­პირ მო­წო­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის შე­სა­ხებ. იმა­ზე სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, რომ პო­დო­ლი­ა­კი­სა და და­ნი­ლო­ვის ამ გან­ცხა­დე­ბებ­ზე ოდ­ნა­ვი პრო­ტეს­ტიც კი არ გა­მო­უ­ხა­ტავს“, - აცხა­დებს პრე­მი­ე­რი.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის ანა­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი მწვერ­ვა­ლებს მის­წვდა, რო­დე­საც დღის წეს­რიგ­ში ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­კი­თხი დად­გა.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრავ­ლად გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი და მე­ო­რე ფრონ­ტის მსურ­ვე­ლე­ბი კან­დი­და­ტის თე­მას შან­ტა­ჟის­თვის იყე­ნებ­დნენ. ყვე­ლას გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია ბა­კუ­რი­ა­ნის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, სა­დაც კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ - პარ­ტი­ე­ბი, „ენ­ჯე­ო­ე­ბი“ და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და და­გეგ­მეს, რო­გორ უნდა მო­ე­წყოთ რე­ვო­ლუ­ცია, რო­დე­საც (ხაზს ვუს­ვამ - რო­დე­საც და არა თუ) ივ­ნის­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ მოგ­ვა­ნი­ჭებ­დნენ. ეს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა პირ­ვე­ლი გა­ვი­და აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვცეს. მან ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­რა და კი­თხვაც არ და­უს­ვამს იმა­ზე, თუ რა­ტომ არ მი­ა­ნი­ჭეს სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს და მი­ა­ნი­ჭეს მოლ­დო­ვას, რო­მე­ლიც დსთ-ს წევ­რია, რუ­სეთ­თან სან­ქცი­ებს თა­ვა­დაც არ მი­უ­ერ­თდა და თუკი რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა, კო­რუფ­ცია და გა­უ­მარ­თა­ვი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბია. გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას კი­თხვე­ბი მა­ში­ნაც არ გას­ჩე­ნია, რო­დე­საც ევ­რო­კო­მი­სი­ამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­დატ მოლ­დო­ვა­საც და კან­დი­დატ ბოს­ნი­ა­საც დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით უს­წრებ­და. გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ მა­შინ გა­ა­ზი­ა­რა ნა­ცი­ო­ნა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, „ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ბის“ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ სტა­ტუ­სის ვერ­მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ 14 მი­ლი­არ­დი ევრო და­კარ­გა და ქვე­ყა­ნამ მყი­სი­ე­რი გამ­დიდ­რე­ბის შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში ეს გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ერ­თოდ არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, რო­დე­საც იმა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა მას უთხრეს, რომ თურ­მე, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მომ­ცე­მი არ ყო­ფი­ლა“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, შუ­ა­ლედ­ში, ამ გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ გა­ა­ზი­ა­რა სხვა­დას­ხვა სტი­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებ­და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, თუმ­ცა, დღემ­დე ეს პოს­ტე­ბიც კი არ წა­უშ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში უკვე მი­ი­ღო.

„გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ის არ მი­ვი­და აქ­ცი­ა­ზე, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებ­მა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ. მოკ­ლედ, ამ­დე­ნი შეც­დო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა დღე­საც აქ­ცი­ა­ზე დგას. არც ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი წა­უ­კი­თხავს და მით უმე­ტეს, არც რუ­სუ­ლი, თუმ­ცა, აქვს რწმე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია“, - აცხა­დებს პრე­მი­ე­რი, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა