თეგებით ძიება

"ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა უდიდესი სირცხვილია" - სალომე ზურაბიშვილი კობახიძეს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხიებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!

მართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია.

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის. დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!!

რაც ეხება ენას … თქვენი სუძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა !", - წერს სალომე ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა