ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წარადგინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ Telegram-ზე სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი წერს.
მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ მიშუსტინი პრეზიდენტს მინისტრების კანდიდატურებს წარუდგენს.
ფორმალურად მიშუსტინი თანამდებობიდან 7 მაისს გადადგა, მას შემდეგ რაც პუტინის ახალი საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად დაიწყო.
58 წლის მიშუსტინი პრემიერის თანამდებობას 2020 წლის იანვრიდან იკავებდა.