თეგებით ძიება

მარტივად გამოსაცხობი და გემრიელი "კაკალი"

მარტივად გამოსაცხობი და გემრიელი "კაკლის" მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

მასალა:
3 ცალი კვერცხი
200 გრ. კარაქი/მარგარინი
1 ჭიქა შაქარი
1 შეკვრა ვანილი
3 ჩ/ჭ ფქვილი

მომზადების წესი:

ცომი:
3 ცალ მთლიან კვერცხს კარგად ავთქვიფავთ, დავუმატებთ 1 ჩ/ჭ შაქარს და ვანილს. კარგად ათქვეფის შემდეგ დავუმატებთ ოთახის ტემპერატურის კარაქს ან მარგარინს და განვაგრძობთ მორევას. ამის შემდეგ ჩავყრით 3 ჩ/ჭ ფქვილს და ავურევთ იქამდე, სანამ ეს მასა ისე არ გამყარდება, რომ ბოლოს ცომი ხელზე ოდნავ გვეკვროდეს.

მიღებული ცომი მოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ 20 წუთი. მაცივრიდან გამოღებულ ცომს კი ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით კვლავ გულდასმით გადავზელთ.

„კაკლის“ ნამცხვრისთვის განკუთვნილ შესაბამის საცხობ ფორმებს წავუსვამთ ცხიმს და მოვაყრით ცოტაოდენ ფქვილს, რომელსაც მომზადებული ცომის მცირე რაოდენობით ამოვავსებთ.

„კაკლებს“ ვაცხობთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში.

კრემისთვის დაგჭირდებად მხოლოდ მოხარშული შესქელებული რძე.

მარტივად გამოსაცხობი და გემრიელი "კაკალი"


მარტივად გასაკეთებული და შეუდარებელი გემოს მქონე ნამცხვარი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

მომზადებულია ნინო მსხვილიძის მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა