24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
რა თქმა უნდა, იცით, რომ შეუძლებელია, ყველას მოსწონდე, მაგრამ ზოგჯერ ძნელია იმის აღიარება, რომ სხვებს არ მოსწონხართ, განსაკუთრებით დღეს, როცა მოწყენილი ხართ. შეეცადეთ ყურადღება საქმეზე გაამახვილოთ და მიეცით სამყაროს საშუალება, მიგიღოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.
რაც უფრო მეტ კომპრომისს დაუშვებთ ხალხის გულის მოსაგებად, მით ნაკლებად გულწრფელი იქნებით.
კურო
ცვლილებების დროა. თუ თქვენი ცხოვრების რომელიმე ასპექტით უკმაყოფილო ხართ, ახლა საუკეთესო დროა ახლის დასაწყებად. დღეს გაბედულად უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ წარსულს დაემშვიდობოთ და ახალი, საინტერესო მომავალი მიიღოთ. ტოქსიკური ურთიერთობა მხოლოდ ხელს უშლის თქვენს პროფესიულ და პირად განვითარებას, ამიტომ ამაზე მეტი უნდა იფიქროთ.
ტყუპები
ტყუპებისთვის დადგა დრო, როდესაც დიპლომატია და კომპრომისები მოვლენების განვითარებას კარნახობს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ეცადეთ არ დაარღვიოთ თქვენს გარშემო შექმნილი ჰარმონიული ატმოსფერო. ეცადეთ გარშემო მყოფების მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ და მათ გაგებას უფრო ადვილად შეძლებთ. თქვენ და თქვენს პარტნიორს დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ძველი ურთიერთობა აღადგინოთ. მიეცით საკუთარ თავს დრო და ნდობა აუცილებლად დაბრუნდება. ყველაფერი კარგად იქნება!
კირჩხიბი
შეიძლება საკუთარი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სანამ უარს იტყვით ან დათანხმდებით, ეცადეთ საკითხი ყველა მხრიდან და რაც შეიძლება ღრმად შეისწავლოთ. აშკარაა, რომ ადვილი არ არის გაუმკლავდეთ საკითხებს, რომლებსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებისგან მიღებულ სიგნალებს, უსმინეთ საუთარ ინტუიციას და ინსტინქტებს და ყველაფერი არგად იქნება.
ლომი
ეცადეთ საკუთარი რესურსები უკეთ მართოთ, რომ წარმატებული ინვესტიცია განახორციელოთ. თქვენ ანალიტიკური აზროვნების ადამიანი ხართ, რაც იმაზე მეტად დაგეხმარებათ, ვიდრე ფიქრობთ. თუ საუთარი ბიზნესი გაქვთ, ეცადეთ ყურადღება მის განვითარებაზე გაამახვილოთ. შეიძლება ვიღაცამ თქვენი დახმარება გადაწყვიტოს - ფინანსებით, კარგი იდეებით, ან თუნდაც მორალური მხარდაჭერით და უპირობო ნდობით. მთავარია, საკუთარ თავს და შესაძლებლობებს მეტად ენდოთ.
ქალწული
დღესასწაული მოახლოვდა და ყოველდღიურ რუტინას სასიამოვნო საქმეები შეცვლის. მაღაზიებში, საყიდლებზე სიარული, სახლის საზეიმოდ მორთვა და საზეიმო სუფრი მენიუს შედგენა დაღლილობის ნაცვლად, სიამოვნებას მოგანიებთ. საზეიმო განწყობის მიუხედავად, გახსოვდეთ, რომ პროფესიული საქმიანობის სფეროში საინტერესო შესაძლებლობა გექნებათ. ეცადეთ შანსი გამოიყენოთ იგი და ის დამატებითი სტიმული გახდება.
სასწორი
ამ დღეს თავად სიმშვიდე ხართ და სხვა ადამიანებსაც კი ეხმარებით, რომ შინაგანი სიმშვიდე მოიპოვონ. გრძნობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. თქვენ გადაწყვეტთ შეიტანოთ ძირითადი ცვლილებები ცხოვრებაში. მარტოხელა სასწორების ცხოვრებაში შეიძლება საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს, ვისაც შეუძლია სიყვარულის ალში გაახვიოს. მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი უვე ჰყავს, ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლა ელით.
მორიელი
მორიელები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო ყურადღებით უნდა მოეკიდონ. ნუ უგულებელყოფთ სხეულის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს. რაც შეეხება თქვენს საბრძოლო სულისკვეთებას, თქვენ ოპტიმისტი ხართ და გამარჯვების გჯერათ. პროექტი, რომელზეც უკვე დიდი ხანია მუშაობთ, უფროსებისგან დადებით შეფასებას მიიღებს. მოქმედების თანმიმდევრულობამ და შრომისმოყვარეობამ შეიძლება სერიოზული ფულადი პრემია მოგიტანოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ თავი შეიკავოს კონფლიქტებში მონაწილეობისგან და ერიდეთ დისკუსიებში ჩართვას. ამ დღეს თავისუფალი ურთიერთობისა და აზრების გამოხატვისთვის განწყობილი არხართ. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დღე არ არის სიყვარულის ახსნისა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო წიგნის კითხვას, საინტერესო ფილმის ყურებას ან სამომავლო გეგმების შედგენას დაუთმოთ.
თხის რქა
ამ დღეს ოპტიმიზმით ხართ სავსე. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ თქვენი ოპტიმიზმი რეალობას ძალიან შორდება. სავსებით შესაძლებელია, წარმოიშვას პრობლემები, რომლებიც სწრაფ რეაგირებას და გადაწყვეტას საჭიროებენ. ყურადღება მიაქციეთ საუთარ დანახარჯებს. ეცადეთ იმაზე მეტი არ დახარჯოთ, ვიდრე შეგიძლიათ. უახლოეს მომავალში, ეკონომიურად ცხოვრება უნდა მოახერხოთ.
მერწყული
ამ დღეს ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ შეხვედრები ან ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრა თავიდან აიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ჯანმრთელობის პრობლემების საშიშროება. რა თქმა უნდა, სრული იზოლაცია აუცილებელი არაა. რაღაც შუალედური გამოსავალი უნდა მოძებნოთ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანებს დაუავშირდეთ, რომლებთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ. ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო მოგონებებით და დადებითი ემოციებით აგავსებთ.
თევზები
თევზებმა შეიძლება რაღაც ახალი ამბავი გაიგონ, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის. ეს შეიძლება წარსულის მივიწყებული პრობლემა იყოს, რომელიც დაბრუნდება და სიმშვიდეს დაგირღვევთ. ეცადეთ მშვიდად გადახედოთ სიტუაციას და არგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ, რადგან მის შეცვლას ვეღარ შეძლებთ.
ფინანსური თვალსაზრისით, გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. ეცადეთ არ ისესხოთ ფული და არ შეიძინოთ ისეთი რამ, რაც ნამდვილად არ გჭირდებათ.