რჩევები მამაკაცებს: როგორ დაამშვიდოთ ეჭვიანი პარტნიორი?
კაცებო, მადლობა არაა საჭირო! ჩვენ გიამბობთ, როგორ დაარწმუნოთ თქვენი გოგონები, რომ მათ არ ღალატობთ და არც აპირებთ.
დაელაპარაკე მას
ეცადეთ გაიგოთ, რა არის მისი უკონტროლო ეჭვიანობის მიზეზი. შესაძლოა, ეს ცუდი გამოცდილების ბრალია და შიშობს, რომ იგივე განმეორდება. აუხსენით, რომ თქვენ სხვა არ ხართ და ამას არასოდეს გააკეთებთ.
საჩუქრებით გაანებივრეთ
გირჩევთ საყვარელი ადამიანი პატარა, საყვარელი საჩუქრებით გაანებივროთ. ამასთან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს თქვენს გოგონას სიმშვიდის გრძნობას მიანიჭებს და ეჭვიანობას დაავიწყებს, მაგრამ ეცადეთ არ გადააჭარბოთ, თორემ ევებს ეჭვები დაემატება.
გააცანით ის მეგობრებს
მეგობრებთან ერთად გასართობ ადგილებში ხშირად დადიხართ? მაშინ გირჩევთ მათ მეგობარი გოგონა გააცნოთ. კარგი იქნება თუ გაიგებს, ვისთან ერთად ატარებთ საღამოებს, როცა მის გვერდით არ ხართ. მზად იყავით იმისთვისაც, რომ თქვენს გოგონას თქვენი რომელიმე მეგობარი არ მოეწონება.
ნუ უხეშობთ
გოგონას თვითონაც ესმის, რომ ალოგიკურად იქცევა, როცა უმიზეზოდ ეჭვიანობს. გამორიცხული არ არის, რომ მას დაბალი თვითშეფასება აქვს და უბრალოდ თქვენი დაკარგვის ეშინია. ამის ხმამაღლა აღიარება ძალიან რთულია, ასე რომ ეცადეთ, არ ეუხეშოთ. ნუ ეტყვით, რომ პარანოია აწუხებს და გიჟია.
შეწყვიტეთ სოციალურ ქსელებში სხვა გოგოების სურათების შეფასება
თუ ის ეჭვიანია, მაშინ თქვენს სოციალურ ქსელებს ყოველ წუთს აკონტროლებს. ასე, რომ ლამაზი, მაგრამ უცხო ქალის სადომის მოწონება შეუმჩნეველი არ დარჩება. წარმოგიდგენიათ, ამ დროს მის თავში და გულში რა ტრიალებს? ასე, რომ პრობლემებს ნუ იქმნით, ქვეყანა არ დაიქცევა, თუ არ მოიწონებთ.
შეწყვიტეთ ფლირტაობა სხვა გოგოებთან
დიახ. ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს და ამაში ეჭვი არ გვეპარება. ეს მეგობრობა ზოგჯერ საკმაოდ ინტიმურია - ჩახუტებით, კოცნით და ერთად სიარულით კინოებში და კაფეებში, მაგრამ როცა შეყვარებული გაგიჩნდებათ, ეს უნდა დაივიწყოთ. ეს მხოლოდ ეჭვიანს კი არა, ნებისმიერ ქალს აღაშფოთებს. დაიმახსოვრეთ - ნებისმიერს!
წადით
თუ ჩვენს ყველა რჩევას გაითვალისწინებთ, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა, ჩაალაგეთ ბარგი და წადით. შეხვედრა და მით უმეტეს ცხოვრება ადამიანთან, რომელიც თავის ემოციებს ვერ აკონტროლებს და არ გენდობა, უბრალოდ შეუძლებელია. თავს ნუ იტყუებთ, დროთა განმავლობაში ეს არ გამოსწორდება. პირიქით, მხოლოდ გაუარესდება.