თეგებით ძიება

გთავაზობთ ცხოვრებისეული სფეროების გასაუმჯობესებელ უნიკალურ ინსტრუმენტს - "სურვილების რუკას"

სადაც არის მიილევა ძველი წელი. წინა სტატიებში შემოგთავაზეთ ბევრი სასარგებლო სტატია, თუ როგორ გამოგეთავისუფლებინათ ძველი, არარეალიზებული ენერგიისგან სივრცე იმისათვის, რომ მოიზიდოთ ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები, სასურველი მოვლენები.

ძალიან დატვირთული იყო დეკემბრის თვე საინტერესო და საოცარი ენერგეტიკული დღეებით, რაც კიდევ მეტ მუხტსა და ენერგიას მატებდა ადამიანს, ჩამოეწერა ცხოვრებისეული გეგმები და სასურველი სურვილები. ბევრმა ასეც გააკეთა და გამოიყენა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა და გარდამავალი პერიოდი.

ის რაც დღიურში ჩამოწერილი გაქვთ, ძალიან კარგი. ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, გთავაზობთ უნიკალურ ინსტრუმენტს, "სურვილების რუკას", რათა თქვენი მიზნები და გეგმები განხორციელდეს ცხოვრებაში. აუცილებლად გააკეთეთ რუკა, რათა თქვენი ჩანაფიქრი იდეის დონეზე არ დარჩეს, არამედ მიეცეს იმპულსი და რეალურად განხორციელდეს.

ეს არ არის რაიმე მისტიკა. ეს არის რეალური სამუშაო ტექნიკა, რომელსაც თუ სწორედ გამოიყენებთ, დაუმატებთ ოპტიმიზმს, რწმენასა და პოზიტიურ ენერგიას აუცილებლად რეალიზდება ცხოვრებაში ისე, რომ თქვენ თვითონვე გაოცდებით და აუცილებლად ველოდები თქვენგან დადებით და სასიხარულო უკუკავშირებს.

ეს ქოუჩინგური და მედიტაციური პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

• დღეიდან უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ეს პროცესი და შექმნათ თქვენი სურვილების რუქა.
• თუმცა მათ ვინც ტრანსფორმაციულ დღეებს მიყვებოდა, ასრულებდა წინა სტატიებში მოცემულ ტექნიკებს, დავალებას და ჩამოწერილი, გააზრებული აქვს საკუთარი გეგმები, სურვილები, მათ შეუძლიათ ახალი წლის საზეიმო დღეებში იმუშაონ ამ პროცესზე, რადგან განწყობა და ახალი წლის ენერგია, იმპულსი, კიდევ მეტ პოზიტიურ ძალასა და ენერგიას შეგმატებთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი წელი.

ინსტრუქცია:
სურვილების რუქის შესაქმნელად დაგჭირდებათ ვატმანის ფორმატის ქაღალდი;
ფერადი ფანქრები, წებო, ყველა ის ნივთი, რაც თქვენს რუქას გააფერადებს.
ასევე დაახლოებით ათამდე თქვენი ბედნიერი და მომღიმარი ფოტოები, რომელიც რუქას დაამშვენებს და თქვენი გონებაც მიიღებს სიგნალს, რომ ეს თქვენი სასურველი მიზნებია და ცხოვრება, რომელსაც გეგმავთ ახალი წლის დასაწყისში.

გთავაზობთ ცხოვრებისეული სფეროების გასაუმჯობესებელ უნიკალურ ინსტრუმენტს - "სურვილების რუკას"


• პირველ რიგში აზრობრივად შექმენით თუ როგორ გამოიყურება თქვენი იდეალური ცხოვრება? როდესაც ზუსტად თქვენგან ჩაფიქრებულ რეალიზებულ მიზნებსა და სურვილებს ხედავთ თქვენს ცხოვრებაში? რა ემოციებს განიცდით? ამ ემოციებით შეამოწმებთ თქვენი სურვილების გულწრფელობას, თუ რამდენად ნადვილად გსურთ მათი რეალიზება თქვენს ცხოვრებაში და რამდენად სასიკეთო იქნება თქვენთვის.
გახსოვდეთ, რომ სიამოცნების, სიხარულის, მადლიერებისა და კმაყოფილების მდგომარეობით იზიდავთ სასურველ ცხოვრებას.

• შეარჩიეთ იმ საგნების ფოტოები, რომლის რეალიზება, შეძენა გსურთ: სერთიფიკატების, დიპლომის, მანქანის, სახლის, სამკაულის, ტანსაცმელის, ფულის კუპიურების, აგარაკის და ასე შემდეგ...

• გთავაზობთ რუქას, რომლის მიხედვით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ თუ რომელ ცხოვრებისეულ სფეროში ჩააკრათ შესაბამისი ფოტოები.

• თითოეულ სფეროში დაწერეთ დეტალურად და აღწერეთ თუ რისი გაუმჯობესება გსურთ, (დაწერეთ ამწყოში; მე ვარ, მე მაქვს, მე მყავს და ასე შემდეგ..) ასევე შეგიძლიათ ჩართოთ რუქაზე პოზიტიური აფირმაციებიც...

• რუქის შექმნის პროცესში ვიზუალიზაცია მოახდინეთ სასურველ მოვლენებზე და საგნებზე, ისეთი მდგომარეობით, რომ უკვე ხართ ამ სურვილში და გაქვთ რაც გსურდათ.

• რუქა სასურველია ენერგეტიკული პრაქტიკებითა და ენერგიით დატვირთოთ, გააქტიუროთ, რაც კიდევ მეტს შედეგს მოგცემთ.

მე გთავაზობთ სურვილების რუქის ერთ-ერთ ვარიანტს, თუმცა კიდევ სხვადასხვა სახის არსებობს...

მთავარი არსი რუქის შექმნის, აკეთოთ რწმენით და პოზიტივით!

რუქაზე მიზნებისა და სურვილების დატანება გავს მიწაში ჩაფლულ მარცვალს, რომელიც იზრდება ნელ-ნელა და ნაყოფს იძლევა.

როდესაც, შეადგენთ რუქას, აუცილებელია შემდეგ ისეთ ადგილას გააკრათ რომ ხშირად ხედავდეთ, რათა თქვენმა ნეირონულმა კავშირმა მიიღოს დავალებად და მოიზიდოს სასურველი ადამიანები, რესურსები, მოვლენები, იმისათვის, რომ განხორციელდეს თქვენი სასურველი მიზნები და გეგმები ცხოვრებაში.

გისურვებთ საუკეთესო საახაწლო განწყობას და სურვილების ასრულებას!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა