თეგებით ძიება

რატომ ამბობს კათოლიკე ეკლესია უარს საშვებზე და საშობაო ღამისთევაზე

საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება.

კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე - საშვებით ისარგებლონ საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად. მთავრობის გადაწყვეტილებით, საშვებისთვის სასულიერო პირმა წირვაზე დასწრების მსურველთა სია და პირადი ნომრები სახელმწიფოს უნდა გადასცეს.

ამ გადაწყვეტილებას კათოლიკე ეკლესია არ და ვერ იზიარებს, რადგან მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია წინასწარ იცოდეს სასულიერო პირმა ვინ მივა მსახურებაზე. გარდა ამისა, პრობლმას იწვევს მრევლის ყველა წევრისთვის პირადი ნომრის გამორთმევა:

„საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდეგნიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...?

განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?

ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება“, - აცხადებს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

სწორედ ამიტომ, ყველა კათოლიკურ ტაძარში წირვა კომენდანტის საათის დაწყებამდე დასრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა