თეგებით ძიება

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
სანამ რაღაც მოულოდნელი შემთხვევადაგამწუხრებთ, ერთი წუთით შეჩერდით, რომ სიტუაციას ყველა კუთხიდან შეხედოთ. დაუჯერეთ თქვენს კონსერვატიულ ნაწილს და წუთიერ იმპულსურობას არ აჰყვეთ. რაც მთავარია, ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება ხვალ ინანოთ.

კურო
ამ დღეს საქმიანი და რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება ძალიან საინტერესოდ განვითარდეს. გამორიცხული არაა, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყოს თქვენი პირადი ცხოვრებისთვის. ცოტა ხნით შეჩერდით დარწმუნდით, რომ სამუშაოსა და ფლირტს შორის სწორ მხარეს ხართ. ამ ურთიერთობების განვითარებამ შეიძლება დიდი სარგებელი მოგიტანოთ და თქვენს ცხოვრებას ახალი მიმართულება მისცეს. რაც გჭირდებათ, ყველაფერი გაქვთ, მაგრამ ეცადეთ არ გადააჭარბოთ.

ტყუპები
ყოველდღიურმა რუტინამ და მოწყენილობამ ისე დაგღალათ, რომ თქვენი გონება გამუდმებით თავგადასავლებზე ოცნებობს. თუ ამ მიმართულებით იდეები უკვე გაქვთ, ეცადეთ ისინი რეალობას მიუახლოვოთ. სცადეთ საკუთარ თავში გაერკვეთ, თქვენი გზით, მარტო სიარული გსურთ თუ განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად. თქვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ავტოპილოტზეა, ცვლილებების დრო მოვიდა.

კირჩხიბი
ამ დღეს ყველაფერი წინააღმდეგობამდე მიდის. შეძლებთ, რომ მოსაწყენ შეხვედრაზე არ ჩაგეძინოთ? სამსახურიდან სახლში მიმავალი გზებზე საცობებს გაუმკლავდეთ? შეგიძლიათ თქვენი კვების რეჟიმს კიდევ ერთი დღის განმავლობაში გაუძლოთ? ყველა ამ კითხვის პასუხი დადებითია. თქვენ დიდი ძალა გაქვთ და ის უნდა გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში დასვენებას და დამშვიდებას შეძლებთ.

ლომი
ლომებისთვის იდეალური დღეა. ერთკვირიანი დატვირთული მუშაობის შემდეგ, დასვენებას შეძლებთ. იქნებ მაღაზიებში გაიაროთ და საახალწლო საჩუქრებს თვალი გადაავლოთ ან საყვარელ ადამიანებთან ერთად სახლში დარჩეთ და წიგნის წაიკითხოთ ან ფილმს უყუროთ. ამ დღეს ოჯახურ ჰარმონიას არაფერი დაარღვევს. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამ შესვენებას რთული პერიოდის შემდეგ, როცა ბევრი დაბრკოლება და გამოწვევა იყო გადასალახი. და ბოლოს, ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობას. დროა, საკუთარ თავზე იზრუნოთ.

ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს საყვარელი ადამიანისგან სასიხარულო სიახლეების შესახებ გაიგოთ ან შესაძლებლობა მოგეცეთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
თქვენი ხალისი და ოპტიმიზმი გარშემომყოფებში ვირუსივით ვრცელდება და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. ფინანსური თვალსაზრისით, ახალი წელი უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ. გირჩევთ წინასწარ დაგეგმოთ ფულს რაში და როგორ დახარჯავთ.

სასწორი
წინასადღესასწაულო განწყობამ და თქვენს გარშემო არსებულმა ქაოსმა სიმშვიდე დაგირღვიათ. თქვენ აღარ ხართ ის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, ვისაც აქამდე იცნობდნენ. ეცადეთ თავისუფალი დრო გამონახოთ, რომ დამშვიდდეთ და დაისვენოთ. სამწუხარო იქნება თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ახალი წლის სადღესასწაულო სუფრა თქვენს გარეშე ჩაივლის, ამიტომ მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. იქნებ ეს გამოცდილება პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმაროთ და უფრო მეტი სიფხიზლე გამოიჩინოთ.

მორიელი
ინტუიცია გკარნახობთ, რომ სამსახურში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. ვიღაც შეეცდება უსიამოვნება მოგაყენოთ და მიზანს მიაღწევს თუ სიბრაზემ დაბრმავათ.
უმჯობესია ამ ადამიანს დაელაპარაკოთ და მისი მოქმედების მოტივი გაიგოთ. თუ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა ვერ მოახერხეთ, შეგიძლიათ დიალოგში ხელმძღვანელობა ჩართოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა. სახლში კარგი განწყობა და ჰარმონია სუფევს. ისწავლეთ მადლიერების გამოხატვა იმისთვის, რასაც თქვენს ახლობლები თქვენთვის აკეთებენ.

მშვილდოსანი
ამ დღეს ღრუბლებში დაფრინავთ როგორც არასდროს. ეცადეთ გონება მოიკრიბოთ და ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. ეს ყველა საქმესა და ურთიერთობაში დაგეხმარებათ. ეცადეთ კარგად გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობები, სანამ ვინმეს რამეს დაპირდებით და გარანტიებს მისცემთ. არსებობს ფულის და თავისუფალი დროის გარეშე დარჩენის რისკი.

თხის რქა
ამ დღეს როგორც ნამდვილ „მშვიდობის მტრედს“ შეეფერება, ცდილობთ ყველა შეარიგოთ და ძველი წყენები დაავიწყოთ, თუმცა ასეთი საქმიანობა შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. მით უმეტეს, რომ ამ ბოლო დროს თავს კარგად ვერ გრძნობთ. ენერგიის უკმარისობას შეიძლება სპეციალური დიეტით შეებრძოლოთ. ეცადეთ კვების მენიუს გადახედოთ.

მერწყული
ფინანსურმა პრობოემებმა რომ არ „დაგახრჩოთ“, უბრალოდ ვალდებული ხართ, რომ ფული ეონომიურად ხარჯოთ. შეეცადეთ მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთების შეიძინოთ, რადგან სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთს გაუარესდეს. მაშინაც კი, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად განსაკუთრებული საღამოს გატარებას გეგმავთ, შეგიძლიათ საკუთარი რომანტიკა, ნაკლები დანახარჯით აჩვენოთ. ნუ ინერვიულებთ. თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება.

თევზები
მათ, ვინც კონკრეტული ადამიანის ყურადღების მიპყრობას ცდილობს, საკუთარი თავი თავიდან უნდა აღმოაჩინონ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ. თქვენ გაქვთ საკმარისი ენერგია და გამჭრიახობა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღოთ, თუმცა წარმატების გარანტირებული ესეც არ არის.
და ბოლოს, თუ საქმე ისე არ მიდის, როგორც თქვენ გსურთ, ბედი სხვაგან სცადოთ?


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა