თეგებით ძიება

ბრინჯის ფლავი ბოსტნეულითა და ქათმის ფილეთი - ფერადი და ძალიან გემრიელი

ფერადი და ძალიან გემრიელი ფლავის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ:

მასალა:
2 ჭიქა გრძელი ბრინჯი (დაორთქლილი)
3-4 მოზრდილი ზომის სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
2 საშუალო ზომის სტაფილო
600 გრ. ქათმის ფილე
სუნელები: უცხო, ქინძი, ორეგანო
შავი პილპილი, მარილი (გემოვნებით)
მწვანილი: კამა
სოიოს სოუსი.

მომზადების წესი:

2 ჭიქა ბრინჯი წყლის გათეთრებამდე კარგად გავრეცხოთ, დავასხათ 4 ჭიქა წყალი და ვხარშოთ 15 წთ. ქვაბს დავაფაროთ თავზე თავსახური და ბრინჯი თავისივე ორთქლში დავტოვოთ იგივე დროით.

დავჭრათ კუბიკებად ბოსტნეული. ცალკე ჭურჭელში სასურველ ზომაზე დავჭრათ ქათმის ფილე (უმი), დავაყაროთ ორეგანო და დავუმატოთ სოიოს სოუსი. გავაჩეროთ 1 საათი, რომ ფილე კარგად დამარინადდეს.

ცალკე ღრმა ტაფა-ქვაბში დავასხათ ზეთი და შევწვათ დამარინადებული ფილე, რომელსაც დავაყრით დაჭრილ ბოსტნეულს და დავამატებთ 1 ჭიქა წყალს. დავაფაროთ თავსახური და წყლის ამოშრობამდე ვთუშოთ. შემდეგ დავამატოთ წინასწარ მოხარშული (წყალგადავლებული) ბრინჯი, დავაყაროთ პილპილი, მარილი და წვრილად დაჭრილი კამა. ცოტა ხნით გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ.

გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ ქათმის დაბეგვილი ფილესგან საოცარი გემოს ხორცი, შემდეგნაირად:

დავბეგვოთ ხორცი გათხელებამდე, დავაყროთ ორეგანო, სოიოს სოუსი. ფილე ამოვავლოთ კარგად გათქვეფილ კვერცხში და შედეგ საფანელში.
შეწვით ზეთში (ზეითუნის) დაბალ ცეცხლზე.

ბრინჯის ფლავი ბოსტნეულითა და ქათმის ფილეთი - ფერადი და ძალიან გემრიელი


შეგიძლიათ ფლავს გარნირად მოუდოთ საუცხოოდ შებრაწული ქათმის ფილე და ისე მიირთვათ.

მომზადებულია ნინო მსხვილიძის მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა