თეგებით ძიება

"ბარამბო" და "ნატახტარი" ჯგუფის #შენთანვარ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ

ჯგუფის #შენთანვარ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც 300 ბავშვისთვის საახალწლო ტკბილეულისა და საჩუქრების დარიგებას ითვალისწინებს, რიგითი ადამიანების გარდა, კერძო ბიზნესკომპანიებიც ჩაერთნენ.

"იგეგმება 300 ბავშვის გახარება. ყოველდღე გვემატება საახალწლო საჩუქრები ჩვენი პატარა ბენეფიციარებისთვის. დიდი მადლობა ანის სასაჩუქრე ნაკრებისთვის - Ani Pachulia, მადლობა თეას Tea Tea. მან თავისი მაღაზიიდან უამრავი საბავშო აქსესუარი და სამკაული გადმოგვცა.

ძალიან დიდი მადლობა ლევანს და ბექას რომლებმაც მთხოვეს არ მომენიშნა, მათ ყველა ბავშვისთვის საჩუქრად მაშხალები და ფეირვერკები გადმოგვცეს. ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა", - წერს ჯგუფის მოდერატორი სალომე სამუშია.

როგორც ჯგუფის აქტივისტებისგან გახდა ცნობილი, კომპანია "ბარამბომ" გადაწყვიტა ჩართულიყო პატარებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო აქციაში და მათთვის ტკბილეული გაუგზავნეს.

"ბარამბო" და "ნატახტარი" ჯგუფის #შენთანვარ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ


პატარები ახალ წელს არც ტკბილი ლიმონათების გარეშე დარჩებიან.

კომპანი "ნატახტარმა" ჯგუფს #შენთანვარ საჩუქრად ლომონათების ნაირსახეობა გადასცა ბენეფიციარებისთვის.

"ახალი წელი ხომ სასწაულების და ბედნიერებების პერიოდია ამიტომ ცოტ-ცოტა ყველა შემოგვეხიდა თქვენს გახარებაში", - წერს ჯგუფის მოდერატორი სალო სამუშია.



გარდა ამისა, ჯგუფის ბენეფიციარებისთვის დახმარება კომპანია "ლიდერფუდმაც" გადაწყვიტა.

სალო სამუშიას ცნობით, ლიდერფუდის საფირმო მაღაზიათა ქსელმა გაუწია ჯგუფს სპონსორობა და 20 ოჯახისთვის გადასცა კომპანიის სრული ასორტიმენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა