სექსოლოგების რჩევები - როგორ შევქმნათ იდეალური გარემო?
შექმენით სახლში ისეთივე გარემო როგორც კინოებშია, გვირჩევენ სექსოლოგები და თქვენ მიიღებთ ახალ შეგრძნებებს ინტიმური ურთიერთობებისაგან!
ძირს საბანი!
რეალურ ცხოვრებაში: წყვილების 40% კავდება სექსით საბნის ქვეშ.
ეკრანზე: მსახიობებს არაფერი არ აფარიათ.
ეს არ არის შემთხვევითი! როდესაც სიყვარულით კავდებით საბნის ქვეშ, თქვენ ახშობთ იმის შესაძლებლობას, რომ დაინახოთ ერთმანეთის სხეულები, სექსოლოგებმა დაამტკიცეს, რომ 95% მამაკაცებისათვის და თითქმის მესამედი ქალებისათვის, თვალით დანახული ეროგენული ზონები, მნიშვნელოვანია ეროტიული აღზნებისათვის.
სცადეთ! წინასწარ იზრუნეთ გათბობაზე - თქვენ არ შეგცივდებათ, კანზე არ დაგბურძგლავთ და შეძლებთ ერთმანეთის წინაშე წარსდგეთ შიშვლები, სირცხვილისა და დისკომფორტის აგრეშე.
ნუ მოიხსნით საყურეებს!
რეალურ ცხოვრებაში: მამაკაცების 89% და ქალების 74% წვებიან საწოლში შიშვლები, ქალების 93%, დაწოლამდე იხსნის ყველა აქსესუარს.
ეკრანზე: თითქმის არასდროს არ არიან მსახიობები ბოლომდე შიშვლები, ამასთან ერთად, აუცილებლად, ქალებს უკეთიათ საყურეები, მამაკაცებს - ცეპი კისერზე.
სხეული გამოიყურება გაცილებით ეროტიულად, თუ მასზე რჩება თუნდაც ერთი დეტალი. სექსოლოგები გვირჩევენ, რომ პრელუდია დაიწყოთ ჯერ კიდევ ჩაცმულებმა და აუცილებლად დატოვოთ - აქსესუარები შიშველ სხეულზე! ნათელი, ბზინვარე ნივთები შიშველ ტანზე მომაჯადოვებელია, მათი წკარუნი აღაგზნებს ნებისმიერ ადამიანს. გარდა ამისა, მათი კანზე შეხება მოქმედებს როგორც სექს-სტიმულატორი, აგრილებს ვნებით აღგზნებულ კანს და იძლევა განსხვავებას. პირველი ადგილი, აღგზნებისათვის უკავიათ საყურეებს.
რას დატოვებთ შიშველ სხეულზე - კრუჟაოიან თეთრეულს ქალიზე თუ ყელსაბამს მამაკაცზე - გადაწყვიტეთ თავად. თუმცა, არ არის აუცილებელი ამაზე დაფიქრდეთ წინასწარ: უბრალოდ, დაიწყეთ პრელუდია ჩაცმულზე, მოხსენთ დეტალები თანმიმდევრობით და ნელ-ნელა.
სად დაკავდეთ ამით?
რალურ ცხოვრებაში: წყვილების 96% სიყვარულით კავდება, მხოლოდ საკუთარ საწოლში.
ეკრანზე: რათქმაუნდა მსახიობებს ერთმანეთი უყვართ ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებში და კავდებიან სექსით ყველგან - ბილიარდის სათამაშო მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე და შემოსასვლელ ოთახში ხალიჩაზეც კი!
ეს ყველაფერი არ ხდება შემთხვევით! როდესაც სპეციალისტებს მიმართავენ წყვილები, სექსისადმი დაქვეითებული ინტერესის გამო, პირველი რჩევა, რომელსაც ისინი ღებულობენ არის - შეცვალონ სიტუაცია. მოქმედებს ვიაგრაზე ძლიერად! რატომ? წლებთან ერთად, მეუღლეების საძინებელი ოთახი კარგავს ვნების აურას და ემსგავსება ადგილს, ძილისა და დასვენებისათვის.
სცადეთ! რაცარუნდა პატარა ბინა გქონდეთ, შესაძლებელია იპოვნოთ მოსახერხებელი და არა სტანდარტული ადგილები. მაგალითად: სარეცხის მანქანა! ქალი ჯდება მომუშავე სარეცხ მანქანაზე და ეხვევა მამაკაცს ფეხებით თეძოებზე. მამაკაცი დგას ახლოს (თუ არ გყოფნით სიმაღლე, დადექით სკამზე) თქვენ მიიღებთ განსაკუთრებულ შეგრძნებებს... ძლიერი გარე ვიბრაციით! შეგიძლიათ სარეცხი მანქანის თავზე დადოთ პირსახოცი ან ზეწარი, მაგრამ ეცადეთ არ იყოს ძალიან სქელი (ეს აქრობს ვიბრაციის ეფექტს).
ილაპარაკე, ისაუბრე...
რეალურ ცხოვრებაშ: მხოლოდ მამაკაცების 35% და ქალების 18% საუბრობს სექსის დროს, უკეთებენ ერთმანეთს ინტიუმურ კომპლიმენტებს და გამოთქვამენ საკუთარ სიამოვნებას.
ეკრანზე: ეროტიული სცენების დროს, მსახიობები მუდმივად აღფრთოვანებულები არიან ერთმანეთით.
არც ესაა შემთხვევითი! სიტყვა, რომელსაც პარტნიორი წარმოთქვავს სექსის დროს, ფსიქოლოგები უწოდებენ <<ნიშანს>> - თითქოს ისინი აღნიშნავენ იმ შეგრძნებებს, რომელსაც თქვენ ამ დროს განიცდით. შემდეგ ჯერზე, იგივე სიტყვები იწვევენ იგივე შეგრძნებებს.
სცადეთ! ნუ გაჩუმდებით! ჩამოთვალეთ ყველა თქვენთვის ნაცნობი მოსიყვარულე სიტყვები, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყვავილებისა და ცხოველების სახელები.კომენტარი გაუკეთეთ თქვენს გრძნობებს - არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რას იტყვით, მთავარია - სიტყვების დახმარებით, გამუდმებით მყარდება დამატებითი კონტაქტი საყვარელ ადამიანებს შორის. ზოგჯერ, თქვენი ფრაზები იქნება სასაცილო. მაგრამ სიცილი - როგორც დაადგინეს სწავლულებმა, ამღგზნები საშვალებაა, ასე რომ იუმორი სასარგებლოა!
ფერთან თანწყობა
რეალურ ცხოვრებაში: წყვილების 12% სქესობრივი კავშირის დამყარება, როგორც წესი ხდება შუაღამისას, 21% კავდება სიყვარულით მთვარის შუქზე, იშვიათად - სანთლის შუქზე, 7% - უპირატესობას ანიჭებს ნათელ განათებას და დღის სექსს.
ეკრანზე: წყვილის სხეული, თითქმის ყოველთვის განათებულია უჩვეულო ლურჯი ან მოწითალო შუქით.
არც ესაა შემთხვევით! სპეციალური განათება ვიზუალურად გამორიცხავს კანის დეფექტებს. ლურჯ (ან წითელ) განათებაზე, სხეული და სახე იძენს ეგზოტიკურ შეხედულებას. თქვენ შეიძლება ვერ იცნოთ თქვენი პარტნიორი, ან თქვენი თავი სარკეში - იმდენად შეიცვალოს თქვენი გარეგნობა! შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ორივემ გაიკეთეთ მასკები. ეს შეგრძნება სრულიად მოგიხსნით მთელ ფსიქოლოგიურ დაძაბულობას (რადგან ეს მე არ ვარ, არ ღირს იმაზე ფიქრი <<რისი გაკეთება შეიძლება საწოლში და რისი - არა>>). - სხვათაშორის, აღმოსავლეთში თვლიან, რომ იასამნის ფერი - არის სექსუალური ქალის ენერგია, ამიტომ ზუსტად ასეთი განათებაა მიღებული მათთან.
სცადეთ! გააფორმეთ ნებისმიერი კუთხე... ლურჯი ნათურით! იგი მიმართული უნდა იყოს ზემოთკენ - როდესაც შუქი ეცემა ზემოდან, განათებული სახე და სხეული გაცილებით უკეთ გამოიყურება. სხივებს, რომელიც მოდის ქვემოდან, შეუძლიათ ნებისმიერი სხეულის დამახინჯება.
მათთვის, ვისაც სურს ცეცხლი შემატოს საკუთარ საწოლს, რეკომენდებულია წითელი ფერის ნათურები. თვალის ბადურაზე მოხვედრილი წითელი სხივები, ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას ახდებს ნერვულ ბოჭკოებზე.