თეგებით ძიება

26 დეკემბრის ასტროლოგური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ენერგიით სავსე ხართ და ბოლო დღეებში დაგროვილი ბევრი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. ისარგებლეთ ამ მომენტით და ეცადეთ საკუთარი აზრები მოაწესრიგოთ, რომ ძველი წელი მშვიდად დაასრულოთ. ფინანსურად სტაბილური მდგომარეობა გაქვთ, ამიტომ ეცადეთ დანაზოგი შექმნათ. მომავალში საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩებით.

კურო
გულწრფელობის მომენტმა შეიძლება თქვენი დღე მთლიანად შეცვალოს. ეს შეიძლება ემოციური, მაგრამ გულწრფელი სიტყვები იყოს ან გამჟღავნებული საიდუმლო, ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი ემოციები იქნება. განწყობის მიუხედავად, ეცადეთ იმპულსურად არ იმოქმედოთ.

ტყუპები
ვიღაც განსაკუთრებულ ადამიანზე ფიქრობთ. ეს გრძნობა ნამდვილი სიურპრიზია მათთვის, ვისაც სიყვარულის აღარ სჯერა, მაგრამ ყველაზე ლამაზი სიურპრიზიც კი შეიძლება გაქრეს, თუ არ იაქტიურეთ. ეცადეთ უფრო თამამად იმოქმედოთ და გრძნობებში გამოუტყდეთ. ეს მარტოობისგან გათავისუფლების ერთადერთი გზაა. სავარაუდოდ, გრძნობები ორმხრივი იქნება.

კირჩხიბი
თუ ისინი ემოციურად დაძაბული და სტრესული პერიოდი გაქვთ, მხოლოდ საუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. ზოგიერთი მოვლენის შეფასება და ან წინასწარ გათვლა ყველაზე გამჭრიახ გონებასაც კი არ შეუძლია, ამიტომ ინტუიცია საუკეთესო მრჩეველი და ერთადერთი დამხმარება.

ლომი
საყვარელი ადამიანი ბოლო დროს გამაღიზიანებლად და უგუნურად იქცეოდა, მაგრამ დღეს ყველაფერი ნორმალურ რიტმს დაბრუნდება. სამწუხაროდ, ორივე აღმოაჩენთ, რომ თქვენ შორის საერთო არაფერია და სამომავლო ურთიერთობის შესახებ გადაწყეტილება უნდა მიიღოთ. ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობა შესაძლებელია ყველა მხარის ჩართულობით, თუ ყველაფრის მითვისებას ერთი მხარე ცდილობს, ასეთი ურთიერთობა განწირულია.

ქალწული
ამ დღეს შესაშური ენერგია გაქნებათ და ყველა საქმე, რომელსაც დაიწყებთ, მარტივად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ამ დღეს ყველაზე რთული დაბრკოლებაც კი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ შეძლებთ შეასრულოთ ნებისმიერი დავალება და საკუთარი ენთუზიაზმი სხვებსაც „გადასდოთ“. თქვენ შესანიშნავად გაუმკლავდებით სოციალურ და პროფესიულ ცხოვრების გამოწვევებს, რაც სრულიად ახალ საფეხურზე გადაგიყვანთ.

სასწორი
ეს დღე შეიძლება უმიზეზო შფოთვით და უკმაყოფილებით დაიწყოს. მოსალოდნელია პრობლემები ბიზნესში და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, რაც ყველას და ყველაფრის მიმართ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეცადეთ საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ ყველა უბედურების მიზეზი თავად ბრძანდებით. გაორებული პირადი ცხოვრება აუტანელ ტვირთად გექცათ, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.

მორიელი
საშიში დღეა, რომელსაც კონფლიქტები, საბუთებთან დაკავშირებული გაოგებრობები, ინფორმაციის დაგვიანება და შემოწმებები ახლავს. არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ პარტნიორებისა და კოლეგების ერთო შეხედვით მომგებიან შეთავაზებებს. პირად ცხოვრებაში მზად იყავით გაუგებრობისთვის. გარშემო მყოფი ადამიანების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ შეიძლება თქვენში აგრესია გააღვიძოს. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ტრამვები და უბედური შემთხვევები.
მშვილდოსანი
ურთიერთობისთვის უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცის დახმარების ან მფარველობის სურვილმა შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. კოლექტივში არსებული უთანხმოება ან ნეგატიური ცვლილებები პირად ცხოვრებაში წყობიდან გამოგიყვანთ. ახალ ნაცნობობას ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

თხის რქა
ტყუილების, პარტნიორებსა და პირად ურთიერთობებში იმედგაცრუების დღეა, რაც უსიამოვნებებს მოგიტანთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, სისუსტედა თავის ტკივილი. ეცადეთ კრიტიკა ულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან დღეს მაინც ვერაფერს შეცვლით.

მერწყული
ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, მკურნალობისთვის და ბავშვის ჩასახვისთვის. ხელიდან არ გაუშვათ ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენის შესაძლებლობა. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ექნებათ. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან. ამ დღეს ახალ ნაცნობობას ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

თევზი
ეს დღე სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას განასახიერებს. შესაძლოა, ის გაღიზიანებით და კამათით დაიწყოს. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ და ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს არ დატოვებს. ნებისყოფა და ძალა არ გყოფნით, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა