თეგებით ძიება

ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას - ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ISFED-ზე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ISFED-ის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოჭორიშვილის თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით, არა კონსტიტუციის და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას:
„სამწუხაროდ, დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა შეიძლება ყველანაირი ინფორმაცია არსებობდეს - მცდარი, "ფეიკ ნიუსის" დროში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება სიმართლის დადგენას, ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს, რომ სწორად ვიმოქმედოთ. ის პროცესები, რომელიც წარიმართა, იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით, არა კონსტიტუციის და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას. საზოგადოებას სწორი დასკვნების გაკეთებისთვის სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ - ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირებს. ის, რაც ხდება, არ შედის იმ პარტიების ინტერესებში, ვინც ამომრჩეველთა ხმები მოიპოვეს. ეს შედის ერთეული პირების ინტერესებში. სამწუხაროდ, ის მდგომარეობა გვაქვს, როცა პოლიტიკური პარტიები რაღაც მსხვერპლი ვართ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა