თეგებით ძიება
25. 12. 2020 მსოფლიო

ებრაულმა ავიაგამანადგურებლებმა სირია დაბომბეს- დაიღუპა 6 მებრძოლი და განადგურდა სამხედრო საწყობები

სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ისრაელის ავიაციამ ქვეყნის ცენტრალურ პროვინციაში, ჰამაში პარასკევს გამთენიისას საჰაერო იერიში განახორციელა. სირიული საინფორმაციო სააგენტო, SANA-ს თქმით, დაიბომბა ქალაქი მასაიფი, სადაც რაკეტები ლიბანის ტერიტორიიდან შეფრინდა. ამის შესახებ წერს ებრაული გამოცემა THE TIMES OF ISRAEL-ი.

ადამიანის უფლებათა დაცვის სირიული ობსერვატორიის განცხადებით, ავიადაბომბვა განხორციელდა ირანის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებზე, რომლის შედეგადაც 6 უცხოელი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა. აგრეთვე დაბომბვის შედეგად სამხედროებთან ერთად განადგურდა შეიარაღების საწყობები და ის მოწყობილობები, რომლებითაც ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტები მზადდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი გამანადგურებლები ლიბანში, ბეირუთის თავზე დაფრინავდნენ. სირიის თავდაცვის მინისტრის თქმით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე რაკეტის განადგურება შეძლო.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა