თეგებით ძიება
25. 12. 2020 მსოფლიო

ამერიკამ ირანს კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად სანქციები მოუხსნა

ირანმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოპოვა ნებართვა გამოიყენოს უცხოური ვალუტის რეზერვები, რომლითაც ოფიციალური თეირანი შეძლებს ამერიკული ვაქცინების შეძენას. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მოქმედებს აშშ-ს სანქციები ირანის ცენტრალურ და სხვა ბანკებზე, ამ შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი და შესაძლებელი იქნება ირანისთვის ამერიკული ანტიკორონავირუსული პრეპარატის ოფიციალურ დონეზე შესყიდვა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება აქვეყნებს.

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდოლნასერ ჰემატიმ აღნიშნა, რომ ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ნებართვა გასცა შვეიცარიის ბანკის ტრანსფერის საშუალებით ამერიკაში მოხდეს ვაქცინების შესყიდვა, რომლებიც გაიგზავნება თეირანში. საწყის ეტაპზე საუბარია 244 $ მილიონი დოლარის გადახდაზე, რაც ითვალისწინებს 16.8 მილიონი დოზა ვაქცინის იმპორტზე.

ირანის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ--ს სანქციები, რომლებიც დაწესებულია ყველა ირანულ ბანკზე, არ აძლევდათ საშუალებას ვაქცინები შეესყიდათ. ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, რომ არა თეთრი სახლი აღნიშნულ გამონაკლისს არ დაუშვებდა.

შეგახსენებთ, რომ ირანში კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად 54 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა