თეგებით ძიება

რა მოხდა ზურაბ დოიჯაშვილის ვარსკვლავის გახსნაზე, რამაც მომღერლის მეუღლე გაანაწყენა და რატომ უბრუნებენ ჩარიცხულ თანხას უკან დავით როსტომაშვილს?

18 დეკემბერს, ფილარმონიის წინ ცნობილი მომღერლის ზურაბ დოიჯაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა!

იმავდროულად საზოგადოებრივ არხზე ტელემარათონი მიმდინარეობდა და ზურას საქართველოში დასაბრუნებლად მთელი საქართველო, ვისაც რამდენი შეეძლო, თანხას რიცხავდა, რათა სამედიცინო საჰაერო რეანომობილით, მისი საქართველოში ტრანსპორტირება იყოს შესაძლებელი!

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე აგერ უკვე 9 თვე იმყოფება, უმძიმესი და უიშვიათესი დაავადებით… სამწუხაროდ, მისი ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებს და ებრაელი ექიმები მისი გადარჩენის ვერანაირ იმედს ვერ იძლევიან….

ზურა ვიდრე კონტაქტური იყო, თავის მეუღლეს ქეთი ვადაჩკორიას გამუდმებით უმეორებდა – თბილისში წამიყვანეთო, მაგრამ იშვიათ დაავადებას როგორ გაუმკლავდებოდნენ ქართველი ექიმები, რთული საპროგნოზო იყო და ამიტომ ოჯახმა მისი სურვილი იმ ეტაპზე ვერ აღასრულა!

თავმდაბლობა იქეთ იყოს და ზურას ტრანსპორტირების ხარჯების უქონლობის გამო, მის მეუღლეს ჩემთან არაერთხელ ჰქონია საუბარი და მეც, იმიტომ რომ ვერაფრით ვშველოდი, დავუკავშირდი კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილს და როგორც ჟურნალისტმა, ვთხოვე, იქნებ რაიმე ღონისძიება გაკეთდეს საჭირო თანხის მოსაზიდად-თქოო?

ბატონმა დავითმა მაშინვე ჩაინიშნა აღნიშნული საქმე და იმ დღიდან მოყოლებული ვიდრე 18 დეკემბრამდე, პერიოდულად მირეკავდა და მაცნობდა ვითარებას, ვის შეეძლო და ვის არ შეეძლო ტექნიკურად უზრუნველყო ტელემარათონის ეთერი! გახარებულმა დამირეკა ამ სამიოდე კვირის წინ და მითხრა – საზოგადოებრივი არხი დაგვთანხმდა, მარათონი 1 საათის განმავლობაში იქნება ეთერში და ეკრანზე, ზურასთვის სპეციალურად შექმნილი ანგარიშის ნომერიც ეწერებაო!

გახარებულმა გადავურეკე ზურას მეუღლეს და ვერ აგიწერთ, როგორი ტირილით და სიხარულის ამოძახილებით მელაპარაკებოდა ქეთი…

მადლობა მხოლოდ დავით ოქიტაშვილს და საზოგადოებრივ არხს ეკუთვნის და მათ ვინც ზურას დასახმარებლებდა მცირე თუ დიდი შემოწირულობა გაიღეს!

მართალია საჭირო თანხა 20 000 დოლარის ექვივალენტი ლარებში ვერ შეგროვდა, მაგრამ ანგარიშის ნომერი კვლავაც გახსნილია და დღემდე ირიცხება თანხა, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და დათო ოქიტაშვილი მუდმივად აყენებს ზურას ოჯახს საქმის კურსში თუ კიდევ რამდენი დაემატა შეგროვილ თანხას! მეტიც, დათო ოქიტაშვილმა საბანკო ამონაწერებიც კი გადმოგვიგზავნა რედაქციაში იმიტომ რომ „ალიაც“ ჩართული იყო ზურას დაბრუნების საქმეში და არაერთი სტატია გამოქვეყნდა მის მხარდასაჭერად თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!

როგორც თავში მოგახსენეთ, ფილარმონიის წინ ზურა დოიჯაშვილის ვარსკვლავიც გაიხსნა!

ვარსკვლავის გასახსნელად კი, მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, რადგან ის გარკვეულ ფინანსებსაც საჭიროებს, კერძოდ 3 500 ლარი ჯდება მისი დამზადება და მონტაჟი!

პანდემიის პირობებში რომ ფულის შოვნა ძალიან გაჭირდა, ეს არახალია და გამონაკლისი არც კულტურის პალატაა! და, რადგან ზურას მეუღლის თხოვნით, აღნიშნულ ღონისძიებაში ზურას მეგობრების მონაწილეობის შესახებ გამოითქვა სურვილი, დავით ოქიტაშვილმა ნუგზარ კვაშალი ქალაქის მერიაში გააგზავნა, იქნებ ვარსკვლავის დამზადების ხარჯებში დაგვეხმარონოო?

დღეს, მერიის კულტურის სამსახურს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის და ანსამბლი „ივერიას“ დამაარსებელი ალექსანდრე-ბუთხუზ ბასილაიას შვილიშვილი ხელმძღვანელობს! მართალია, აღნიშნულმა სამსახურმა ვარსკვლავის დაფინანსება ვერ შეძლო გარკვეული ბიუროკრატიული ნიუანსების გამო და ჩვენი ინფორმაციით ძალიანც შეწუხდა, მაგრამ იქვე ნუგზარ კვაშალის შეგონებით, რამდენიმე ათასიანი ბიუჯეტის „ლაივ კონცერტისთვის“ საჭირო თანხას დასთანხმდა და ამ დღეებში მას ინტერნეტმომხმარებელი პირდაპირ ეთერში იხილავს!

ანუ, კვაშალი გააგზავნეს სულ სხვა მისიით, მაგრამ იქვე გააიმასქნა სხვა, სათავისო საქმე, რაც ქართული ანდაზის მიხედვით ასე ჟღერს – ბევრი ვეცადე შენთვისო, გამოვიყვანე ჩემთვისო!

ფილარმონიის წინ ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ ზურა დოიჯაშვილის შვილებს და შვილიშვილებს, მაგრამ იმიტომ რომ ნუგზარ კვაშალს ქალაქის მერიამ გარკვეული დაფინანსება გამოუყო ლაივ კონცერტისათვის, პირდაპირ ეთერში ქადაგად იქცა და უხადა და უხადა მადლობა თბილისის მუნიციპალიტეტს გვერდში დგომისთვის!

მთელი საქართველო ხედავდა პირდაპირ ეთერში იმას, რომ ლაპარაკობდა ყველა, აჩვენებდნენ ყველას ზურას ოჯახის გარდა! არადა ბავშვები, ანუ ზურას შვილიშვილები დილაადრიან გააღვიძეს, რათა ბაბუს ვარსკვლავი მათ გაეხსნათ….. საერთოდ რომ არ იცის საქართველომ, ვინ არის ენრიკო ჯანელიძე, რაღაც უნიჭო ლექსი წაიკითხა პირდაპირ ეთერში და როგორც იტყვიან, მიკროფონი ძლივს გამოაცალეს ხელიდან!

სიმღერა „მელიქიშვილის გამზირი“ ზურა დოიჯაშვილის სავიზიტო ბარათია და მსმენელმა იგი, სწორედ ამ სიმღერით შეიყვარა! ფილარმონიის წინ მოკრძალებულად იდგა ამ სიმღერის ავტორი, შესანიშნავი კომპოზიტორი, არქიტექტორი და უბრალოდ, გემრიელი კაცი ზურაბ მანაგაძე და მას ერთი სიტყვაც კი არ ათქმევინეს… მაგრამ ვარსკვლავის გახსნის ფინალი იყო ყველაზე სავალალოო…… იგი გახსნა ნუგზარ კვაშალმა და ენრიკო ჯანელიძემ, ხოლო ზურას ოჯახი განზე იდგა, გაწბილებულ ბავშვებთან ერთად!

სულ 1 საათი ჩააბარა ფილარმონიის წინა ღონისძიება დავით ოქიტაშვილმა ნუგზარ კვაშალს, რადგან თვითონ საზოგადოებრივ არხზე, ტელემარათონის სტუდიაში იჯდა და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც აღშფოთების მიზეზი არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ზურას მეუღლისთვისაც გახდა! ჩვენ ვარსკვლავის გახსნის დროს ერთმანეთს ფეისბუქ-ჩატით ვესაუბრებოდით, ისევე როგორც ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობდით ხოლმე! ჰოდა, გაგიჟდა ქეთი, ჩემი ბავშვები 2 დღეა ელოდებოდნენ ამ დღეს და ეს რა ჩაიდინესოო?

ეგ კიდევ არაფერი….. ამ რამდენიმე დღის წინ, ზურას მეუღლეს დაურეკა დავით როსტომაშვილმა, რომელიც საზოგადოებამ ,,იუმორინათი“ გაიცნო და უთხრა -ველოდები მარათონის დაწყებას 1000 ლარს ჩავურიცხავ ზურასო! რასაკვირველია, ქეთიმ მადლობაც გადაუხადა და დალოცა კიდეც, მაგრამ…..

მაგრამ ის, რომ საბანკო გადარიცხვებში 1000 ლარის მაგივრად 200 ლარი იყო ჩარიცხული და ამის დამადასტურებელი ამონაწერიც აქ არის „ალიას“ გვერდზე! საქმე იმაში კი არ არის, ვინ რამდენი ჩაურიცხა და ვინ არააა? კი ბატონო, არ აქვს იგივე როსტომაშვილს ამდენი საშუალება, მაგრამ ჩემი ფეისბუქპოსტის შემდეგ, ისრაელში ზურას მეუღლესთან რომ რეკავს და ყვირის – ეს ვინ ყოფილხართო? როგორ ბედავს ამდენს?!

შენ ეი, როსტომაშვილო! რამე ხომ არ გეშლება, ბიჭო და ხომ არ გგონია, რომ ისევ ახალაიების „ზონტიკის“ ქვეშ ხარ?

სად იყავი შენ, კვაშალი და ენრიკო ჯანელიძე, მე რომ ზურას ვიცნობდი და ვმეზობლობდით?

როგორ ბედავ შენ, ჩემი სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, დაურეკო გაწამებულ ქალს და იმ ტონალობაში ელაპარაკო, რა ტონალობითაც ელაპარაკეე? შენ შენი სამევახშეო კანტორა ხომ არ გგონია ზურას ოჯახი, ანდა მე, ასე რომ გაიჯეჯილეე? შენ ის დათო როსტომაშვილი არ ხარ, შუა ქუჩაში რომ გაგხიეს ცემაში სწორედ შენი უნამუსო მევახშეობის გამოო? ის დათო როსტომაშვილი არ ხარ ოჯახებს ქონება რომ წაართვი და ქუჩაში დატოვეეე? ბოლო მოდელის თეთრი პრადოს ჯიპით რომ დადიხარ, საიდან გაქვს მაგდენი ფული, რომელი სამსახურიდან – მევახშეობით წართმეული რესტორნიდან, რომელიც პანდმიის დროს არ მუშაობს, თუ იმ კონცერტებიდან, რომელიც აღარ ტარდება პანდემიის გამოო?

„ალიას“ რომ უჩივი, რომელმაც შენი მევახშეობის ამბებზე დოკუმენტებით გამყარებული სტატია რომ გამოქვეყნა, ის როსტომაშვილი არ ხარ?! თან ერთხელ რომ გაიტანე სარჩელი, მერე რაღაც მოგელანდა და ისევ შეიტანე?

შენი 200 ლარი ორშაბათს, შენი “საყვარელი” “ალია” რომ გამოვა, უკან, საბანკო გადმორიცხვით დაგიბრუნდება, რომ იცოდე და აი, მაგ ვირული ტონისთვის კიდევ სხვაგან და სხვა ხალხისგან მოგეკითხება, დაელოდე!

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო! მადლიანი საქმე გაკეთდა 18 დეკემბერს, ზურას დასახმარებლად, მაგრამ ,,ძელეცი“, ნუგზარ კვაშალისა და დათო როსტომაშვილის წყალობით, ჩრდილი მაინც მიადგა ამ დიდ საქმეს!

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კულტურის პალატას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, სრულიად უანგაროდ, ქვენა გრძნობების გარეშე გაწეული ქველმოქმედების გამო და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ზურა, საქართველოში, მელიქიშვილის გამზირზე მალე დაგვიბრუნდება!

ირინე გოგოსაშვილი, ალია


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა