გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს
შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1974 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა.
საქალაქო სასამართლოს მიერ გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილს 18-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი იძებნებოდა. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.